-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი პედაგოგი
მუნჯიშვილი თეა ზურაბის ასული (28.I.1976, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი. იყო საქართვ. ტექნ. უნ-ტის სტუდენტი(1993-1994). სწავლობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე(1995 - 1997). სწავლა განაგრძო ტარას შევჩენკოს სახ. კიევის ეროვ. უნ-ტში (1997-2001), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. დაამთავრა საქ. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ასპირანტურა (2002-2005). საქართვ. ტექ. უნ-ტში დაიცვა დოქტორის აკად. ხარისხი თემაზე:„საწარმოს ფინანსური მდგრადობის შეფასებისა და გაკოტრების პროგნოზის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება“ (2008). იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი (2006-2008). თსუ-ის ასისტენტ პროფესორი(2008-2010). დღემდე არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2010-დან). გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. სტატია, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიცაა Web of Science და Scopus. დღემდე არის შეცინის საზღვაო უნ-ტის მოწვეული პედაგოგი და ტრენერი, უწყვეტი განათლების ცენტრის კურსების ავტორი და ხელმძღვ. (2014-დან), მუშაობდა საქართვ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდ. დახმარების საკითხთა დეპარტამენტის პედაგოგად. მონაწილეობდა საქართვ. იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში პედაგოგად (2013), დღემდე არის თსუ-ის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის-ოფისის მენეჯერი (2014-დან). Microsoft-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, (Office 2019). გამოქვყნბული აქვს სტატიბი სამცნ ჟურნალებში:,,ლოგიკურ-ალბათური მოდელირების მეთოდი - გადასახადების მონიტორინგის საშუალება” (პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის სამეცნ. შრომების კრებ., 2010, ტ. 1); ,,ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის ელექტრონული სისტემა "კიბერ 1" (ეკონომიკა და ბიზნესი, 2013, № 4); ,,ფინანსური ანალიზის სწავლება ფინანსური სტიმულატორის დახმარებით” (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2017, № 4); ,,საწარმოს გაკოტრების პროგნოზირება და FINSIM-PR02018 სტიმულაციური მოდელის გამოყენება სასწავლო პროცესში“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2018, № 6); ,,ბიზნესის ფინანსური პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება” (ეკონომისტი, 2024, № 1, ტ. ХХ).
თხზ.: მუნჯიშვილი, თ. (2009). ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების მოდელირება Excel-ის გარემოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მუნჯიშვილი, თ. (2019). საწარმოს ფინანსური მდგრადობის შეფასებისა და გაკოტრების პროგნოზის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელის შემუშავება სომულაციური მეთოდით:[მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა.