-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი რელიგიათმცოდნე პედაგოგი პროფესორი
მუმლაძე თამარ გრიგოლის ასული (19.XII.1958, ჭიათურა), ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, პედაგოგი. სწავლობდა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტზე (1976–1981), თსუ-ის ასპირანტურაში რელიგიათმცოდნეობის სპეციალობით (1983–1987). მუშაობდა ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელ სამეცნ.-მეთოდურ ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად და მეთოდისტად (1981-1983). მუშაობდა თსუ-ის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის მეცნიერ თანამშრომლად (2007-მდე). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სამეცნ. თანამდებობებზე. დაიცვა სადოქტორო დისერატაცია თემაზე:,,გაბრიელ ქიქოძის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები“ (2005), პროფესორი. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. არის თსუ-ის ბ-ის უფრ. ბიბლიოთეკარი. მისი სამეცნ. კვლევის სფეროა: რელიგიის ფილოსოფია; ეთიკა და ფილოს. ანთროპოლოგია. მის ნაშრომებში შესწავლილია ადამიანის სოციალიზაციის პროცესი, ინდივიდ. და კოლექტიური ცნობიერების ურთიერთმიმართება, პიროვნების ზნეობრივი ავტონ. და სოც. პასუხისმგებლობის საკითხები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში სოც. ეთიკის პრობლემების დამუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: “რელიგია”- “რელიგია და სტუდენტი ახალგაზრდობის ზნეობრივი კულტურა“ (ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები, 1985); ,,ახალგაზრდობის დამოკიდებულება რელიგიისადმი თანამედროვე ეტაპზე“ (მეთოდური წერილი, 1986); ,,ქრისტიანული სიყვარული გაბრიელ ეპისკოპოსის (გერასიმე ქიქოძის) ,,ქადაგებების“ მიხედვით“ (საქართვ. მეცნ. აკად. მაცნე №2, 2005); ,,თავისუფლების იდეა გაბრიელ ეპისკოპოსის (გერასიმე ქიქოძის) რელიგიურ-ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში:[თავისუფლების არსი გაბრიელ ეპისკოპოსის,,ცდისეული ფსიქოლოგიური საფუძვლების“მიხ.]“ (ფილოსოფიური ძიებანი:[წელიწდეული], ტ. X, 2006).,საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი “მეცნიერება და ცხოვრება” (“სიტყვები და საგნები”),თბ., 2015. 1(11). ISSN 1987-9377.
თხზ.: მუმლაძე, თ. (2005). გაბრიელ ქიქოძის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები- სამ ნაწილად. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994012355.