-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პუბლიცისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
მუმლაძე გიორგი ესტატეს ძე (23. IV. 1881, თბილისის მაზრის სოფ. დიდ-ენაგეთში-). მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა სოფ. დიდ-ენაგეთის სამრევლო სასწ. და გიმნაზიის ოთხი კლასი. შეისწავლა ბუღალტერია და მუშაობდა სხვადასხვა სახელმწ. კოოპერატივში, საზ-ბრივ დაწესებულებებსა და ბანკებში ბუღალტრად. მ. გ. რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის, ქუთ. გუბერნატორის ბრძანებით, დააპატიმრეს (1905). ციმბირში გადასახლებაც ელოდა, მაგრამ ახალმა გენ.-გუბერნატორმა ჯამბაკურ-ორბელიანმა, სხვებთან ერთად, ხალხის გულის მოსაგებად, ციხიდან გაათავისუფლა. იგი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა (1910). წერდა მოთხრ., სახუმარო ფელეტონებს; თარგმნიდა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებსა და ვოდევილებს, რ-იც პროვინციის თეატრების სცენებზე იდგმებოდა; სხვადასხვა ფსევდონიმით (“მუმლი”,”ლელო”, “გულყვითელა”, “გოლა”, “გ. ჯავახი”, “არწივი”) აქვეყნებდა პუბ. ალმანახ „შუქში“, ჟურნ. „თეატრსა და ცხოვრებაში“ და „სატირიკონში“. იყო: “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სამტრედიისა (1913-) და თბილისის (1921-) განყ-ბის წევრი, ასევე ამავე საზ-ბის ოზურგეთის განყ-ბის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ( 1916); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).
ლიტ.: იმედშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი. თბ.; საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.