მუმლაძე დალი გიორგის ასული
მუმლაძე დალი გიორგის ასული

მუმლაძე დალი გიორგის ასული (14.XI.1941, თბილისი - 29.XII.2020, თბილისი), გეოგრაფი, კლიმატოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, მიენიჭა ინჟინერ-მეტეოროლოგის კვალიფიკაცია (1963); საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურა, სპეციალობით კლიმატოლოგია (1969), თსუ-ის დასავლეთ ევრ. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (ინგლ. ენა, 1974). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კლიმატის თანამედროვე ცვლილებები მთიან რაიონებში“ (1972). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1963-2021) სხვადასხვა თანამდებობებზე - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2005), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ის ხელმძღვ. (2009-2019), ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2009-2020). ეწეოდა პედ. საქმიანობას - იყო ლექტორი თბილ. საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სახელმწ. ინ-ტში (1992-1999). მ. დ. იყო მსოფლიო მეტეოროლ. ორგანიზაციის საქართვ. საერთაშ. სამეცნ. ცენტრის წევრი, საქ. გარემოს დაცვის და ბუნ. რესურსების სამინისტროსთან გაეროს ეგიდით შექმნილი გაუდაბნოების პრობლემების შემსწავლელი ცენტრის ექსპერტი (2002-2004), საქართველოში კლიმატის ცვლილების შემსწავლელ ცენტრში ჩატარებული კვლევის მონაწილე (1995), საქართველოზე გამავალი საერთაშ. მნიშვნელობის მილსადენის დერეფნის გარემოზე ზემოქმედების შემსწ. კომისიის ექსპერტი (1996-2002). მ. დ.-ს კვლევის საგანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილება და მისი პროგნოზირება, ასევე ეკოლოგია, ბუნების დაცვა და ბუნ. რესურსების ცვლილება დროსა და სივრცეში. მ. დ. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომები, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალში. მიღებული აქვს თსუ მედალი (2018).

თხზ.: მუმლაძე. დ. (1991). საქართვ. კლიმატის თანამედროვე ცვლილება, თბ., მეცნიერება; მუმლაძე დ. (თანაავტორი). (1999). საქართვ. მიწისპირა ტემპერატურული ველის ცვლილებების ემპირიული მოდელი, თბ., საქ. მეცნ. აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი; მუმლაძე დ. (თანაავტორი). (2002). მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური გეოგრაფია : ზოგადი კურსი, თბ., ეკონომიკური ურთიერთობების თბილ. სახელმწ. ინ-ტი; Mumladze, D. (თანაავტორი). (2019). Prediction of Temperature Regime of Aridity on the Example of Tbilisi, Georgian Academy Press, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, Vol.13, #3, pp. 77-83.

ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. განათლება; პროფესიაში გამორჩეულნი II. 2012, თბ., პეტიტი.