-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
მულტიმედია ცენტრი
მულტიმედია ცენტრი (2016), თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტზე დაარსდა მულტიმედია ცენტრი, როგორც დამხმარე საგანმან. სტრუქტურული ერთეული (2016). იგი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სასწ. სივრცეს, რ-იც ორიენტირებულია პრაქტ. მუშაობის ორგანიზებაზე და ფაკ-ტის სასწ.-სამეცნ. პროცესის მხარდაჭერაზე. ცენტრის საქმიანობის მიზანია აკად. ცოდნისა და თანამედროვე პროფ. სტანდარტების პრაქტ. გამოცდილების ინტეგრაცია, სტუდენტებში მულტიმედიური და მედია მიმართულების უნარ-ჩვევების განვითარება და სასწ. პროცესის ეფექტიანობის გაზრდა. მულტიმედია ცენტრი უზრუნველყოფს მედიაარქივის ფორმირებასა და განახლებას, მულტიმედიური პლატფორმების გამოყენებით მედიაპროდუქტების შექმნას, აგრეთვე უნ-ტისა და შესაბამისი ფაკ-ტის საგანმან. და სამეცნ. საქმიანობის გაშუქებასა და პოპულარიზაციას.