მუქერჯი ჯობრატო
მუქერჯი ჯობრატო

მუქერჯი ჯობრატო (Mukherjee Joybrato 29.IX.1973), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იუსტუს-ლიბიგის სახ. გისენის უნ-ტის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.XII.2017).

მ. ჯ. ბიოლოგიას, პედაგოგიკას, ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა აახენის ტექნ. უნ-ტში (1992-1997). პირველი სახელმწ. გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა მაგისტრის ხარისხი (1997). მ. ჯ. ბონის უნ-ტში იყო დოქტორანტურის სტუდენტი და ასისტენტ-მკვლევარი (1998-2000). მან ჩააბარა მეორე სახელმწიფო გამოცდა (1999), ხოლო შემდეგ მოიპოვა დოქტორის ხარისხი ინგლისურ ლინგვისტიკაში თემით: „ანოტაციისა და სინტაქსის ინტერაქცია“ (2000). მ. ჯ.-მ მოიპოვა უმაღლ. აკადემიური კვალიფიკაცია ინგლისური ფილოლოგიის განხრით („ინგლისური ენის დიტრანზიტული ზმნები“) (2003).

მეცნიერი სხავდასხვა დროს მუშაობდა შემდეგ პოზიციებზე: ასისტენტ-პროფესორი ბონის უნ-ტში (2000-2003), ინგლისური ლინგვისტიკის შტატგარეშე პროფესორი გისენის უნ-ტში (2003 წლიდან), სრული პროფესორი და ინგლისური ლინგვისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვ. გისენის უნ-ტში (2004), ამავე უნ-ტის ენის, ლიტერატურისა და კულტურის ფაკ-ტის ვიცედეკანი (2004-2008) და სენატის წევრი (2004-2008).

მ. ჯ. არის გისენის უნ-ტის ვიცეპრეზიდენტი (2008-2009),  ხოლო შემდეგ კი ამავე უნ-ტის პრეზიდენტი (2009). მ. ჯ. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  ვიცეპრეზიდენტია (2012).