მუკბანიანი ომარ ვასილის ძე
მუკბანიანი ომარ ვასილის ძე

მუკბანიანი ომარ ვასილის ძე (07.IV.1948, თბილისი – 2022, თბილისი), ქიმიკოსი.  ქიმიის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971). მუშაობდა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის მა­ღალ­­მო­ლეკ­უ­ლურ ნაერთთა ქიმიის კათედრის მეცნიერ თანამშრო­მ­ლად (1972-1973).  მივლინებული იყო ა. ნესმიანოვის სახ. სსრკ მეცნ. აკადემიის ელე­მენტ­­ორ­გა­ნუ­ლ ნაერთთა ქიმიის სამეცნ. კვლევითი ინ–ტის მეცნიერ-თანამშრომლად (მოსკოვი, 1973-1976). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “პოლიციკლური ორგანოსილოქსანური ნაე­რ­თების სინთეზი და  ბლოკ-თანაპოლიმერები მათ ბაზაზე” (1977), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მაკრომოლეკულე-ბის სხვადასხვა სტრუქ­ტ­ურის მქონე ორგანოსილოქსანური თანაპოლიმერები და ბლოკ-თანა­პოლი­მერები”  (1993). იყო თსუ–ის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის უფრ. მეცნიერ თანამ­შრო­მელი (1977-1985), მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის დოცენტი (1986-1993),  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის პროფესორი (1994-დან), თსუ–ის სოხუმის ფილიალის, საბუნების­მეტყ­ველო  ფაკ–ტის ორგ. ქიმიის კათედრის გამგე (1997-2006), თსუ–ის ქიმიის ფაკ–ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის  კათედრის გამგე (2000-2006), მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრასთან არსებული “ჰე­ტერო­ჯაჭვუ­­რი პოლიმერებისა და პოლიმერული კომპოზიციების სამეცნ.-საკვლევო ლაბორატორიის“ სა­მე­ცნ. ხელმძღვ. (2002-2006), თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ის ქიმიის დეპარტ. მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე (2006-2022), მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინ–ტის დი­რექტორი (2009-2022). საქართვ. ქიმიური საზ–ების წევრი, ნიუ იორკის მეცნ. აკადემიის წევრი (1995),  ჟურნ. „Polymer News” რეგიონალური რედკოლეგიის წევრი  (2002-2006),  ქიმიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი (1993-2006), თსუ–ის შრომების კრებულის ქიმიაში, სარე­დაქციო კოლეგიის წევრი (2006),  საერთაშ. ჯურნ. "Polymers Research Journal" რედ­კოლეგიის წევ­რი (2007),  პერიოდული სამეცნ. ჟურნ. “ხანძთას” რედკოლეგიის წევრი (2008). ავტორთა კოლექტივთან ერთად დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის პრემიით: „საქართველოს საბუნების­მეტყველო მეც­ნიერე­ბაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის“ (1983),  მიღებული აქვს ღირსების ორდენი  (2003).  მონაწილეობდა ადგილ.(5) და საერთაშ. (6) საგრანტო პროექტებში (2014-2025). იყო პროექტის სამეცნ. ხელმძღვ., მონაწილეობდა  საერთაშ. და რესპუბლიკურ კონფერენციებში. წაკითხული აქვს სექციური და პლენარული მოხსენებები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო დისერტაცია, ასევე იყო საბაკალავრო და სამაგისტრო  ნაშრომების ხელმძღვ., არის 400-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. მის სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენდა ქიმიური რეაქციების კინეტიკა და მექანიზმის შესწავლა; სამრეწვ. პოლიმერების მოდიფიკაცია; პოლიმერული კომპოზ. მასალებისათვის საქართვ. მინერ. ნედ­ლეულის გამოყენება და მათ ბაზაზე ახალი დენგამტარი კომპოზიციების მი­ღება და ტექ­ნი­კაში და­ნერგვა; აწარმოებდა კვლევებს  სხვადასხვა დიზაინის მქონე სილოქსანური, სილ­ი­ლენური, კარბოსილანური და ორგანო-არაორგანული მონომერების და პოლი­მერების სინთეზის მიმართულებით; ჩატარებული აქვს გამოკვლევების ფართო სპექტრი სავარცხლისებური აგებულების სილიციუმორგანული პოლიმერებისა და ბლოკთანაპოლიმერების სინთეზის მიმარ­თულებით და ნაჩვენებია მათი გამოყენების შესაძლებლობა მყარი პოლიმერ­ელექ­ტრო­ლიტების მისაღებად ლითიუმის ელემენტებში, როგორც ენერგიის შენახვის წყარო.

წიგნები: მუკბანიანი, ო. (თანაავტორი). (2011) ქიმია. თბ., უნ–ტის გამ–ბა,  ISBN: 9789941131967;  მუკბანიანი, ო. (თანაავტორი). (2012). პრაქტიკუმი პოლი­მერულ მასალებში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-13-238-4; მუკბანიანი, ო. (თანაავტორი). (2015). პოლიმერული მასა­ლები, ტომი 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN  978-9941-13-398-5; 978-9941-13-399-2; მუკბანიანი,  ო. (თანაავტორი). (2015). პოლიმერული მასა­ლები,  ტომი II. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN   978-9941- 13-398-5;  978-9941-13-428-9; Mukbaniani, O., Bro­st­ow, W., Aneli J.,  Marka­rashvili,  E., Tatrishvili, T. (2020). Comb-type flu­o­rine containing po­lymer electrolyte mem­branes . J. Materiali in Te­ch­no­lo­gije, Materials and Tech­no­­lo­gy, 54(1), 33-39; Mukbaniani, O., Bro­st­ow, W., Aneli, J., Marka­rashvili, E., Tatrishvili, T., Buzaladze, G., Parulava, G. (2020). Sadwust Based Composites. Polym Adv Technol.;1–8.;   Mukbaniani, O., Aneli, J.,  Tatrishvili,  T., Markarashvili, E. (2023). Wood Polymer Composite Based on a Styrene and Triethoxy(Vinylphenethyl) silane. Chemistry & Chemical Technology 17(1), 35-44.