-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
მუჩიაშვილი მარინა ალექსის ასული (02.I.1956, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და სოციალ. სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით, ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაციით (1973-1978). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტის ასპირანტურა(1979-1982). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „წარმოების ოპტიმალური ზომის განსაზღვრა საქართველოს ჩაის მრეწველობის მაგალითზე“ (1989). მუშაობდა ეკონ. და სამართლის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად (1988-1993). იყო სამმართველოს უფრ. ეკონომისტი სამინისტროში, შემდეგ საქართვ. საბიუჯეტო ოფისის განყ-ების გამგე და მთ. სპეციალისტი(1998-2006). დღემდე თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2006-დან). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის ორი სტატია ინგლისურ ენაზე. ნაშრომებიდან აღსანიშნავია:,,სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური სფეროს დარგების დაფინანსების პრობლემები საქართველოში” (პ. გუგუშვილის ეკონ. ინ-ტის შრომები, 2009, ტ. 2); ,,ეკონომიკური კრიზისების ზეგავლენა საპენსიო სისტემებზე : განვითარებული ქვეყნების მაგალითზე“ (ეკონომისტი, 2011, N 2); ,,ფისკალური რისკების გამოვლენა და მართვა” (ეკონომისტი, 2014, N 5); ,,ფისკალური მდგრადობის შეფასება და ფისკალური რისკების მართვა საქართველოში” (ინოვაციური ეკონომიკა და მართვა, 2018, ტ.V, N 3).