მთვრალაშვილი მარიამ დავითის ასული
მთვრალაშვილი მარიამ დავითის ასული

მთვრალაშვილი მარიამ დავითის ასული (07.IV.1942, თბილისი). დაამთავრა ქ. თბილ. 62-ე საშ. სკოლა წარჩინებით (1959) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით რადიოფიზიკა და ელექტრონიკა (1966). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში სხვადასხვა პოზიციაზე (1972-დან); შემდეგ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში ინჟინრის (1980-დან); შემდეგ კი მეცნ.იერ-თანამშრომლის პოზიციებზე (1996-2006). მ. თ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწულაკებoს ფიზიკაში. არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მაგ.: „ბირთვული რეაქტორების რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების გაზრდის პრობლემა“ (Bull, Georg. Nati. Acad. Sci., v.2, n.1, 2008). მ. თ. მონაწილეობდა  როგორც სახელშეკრულებო თემებში (np-1009. np-208), ასევე საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის (ANKE) ფარგლებში განხორციელებულ პროექტში: “The physics research program at COSY-Juelich”-ნუკლონ-ნუკლონურ დაჯახებებში გაბნევის ამპლიტუდის სპინური სტრუქტურის შესასწავლად პოლარიზებული დეიტრონული ნაკადის გამოყენებით. ქართ. ფიზიკოსთა ჯგუფმა (ხელმძღვ. პროფ. მ. ნიორაძე) თსუ-ის მეფი-ში დაამზადა სრულიად ახ. ტიპის ჩერენკოვის მთვლელების 50 მოდული (1996-1998), რ-თა გამოყენებაც წარმატებით განხორციელდა COSY ამაჩქარებელზე (გერმანია) პოლარიზებული ნაკადით მიმდინარე ექსპერიმენტში.