მშვილდაძე მარიკა გოდერძის ასული
მშვილდაძე მარიკა გოდერძის ასული

მშვილდაძე მარიკა გოდერძის ასული (12. VI. 1964, თბილისი), ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1988). არის ისტორიის მეცნ. კანდ. (1994); ისტორიის მეცნ. დოქტორი (2003). მისი სადისერტაციო თემა იყო: „რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ. წ. I-III სს“ (2002). იყო შულცის სახ. პრემიის მფლობელი ჰუმანიტარულ და საზ. მეცნ. დარგში (1998); დენი დიდროს საერთაშ. სტიპენდიატი (FMSH  Fondasion Maison des sciences de l’homme. Paris) (1998); თსუ-ის დოცენტი (1997) და პროფესორი (2003); თსუ-ის კულტ. ისტ. კათედრის ლაბორანტი (1988-1991); მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1994); მასწავლებელი (1994-1996); დოცენტი (1996-2003); პროფესორი (2003-2006). არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ისტ. მიმართულების მსოფლიო ისტ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (ისტორია, არქეოლოგია, 2006-დან); სამეცნ. რეცენზირებადი და რეფერირებადი კრებ. „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ რედ. (2021-დან), სარედაქციო კოლეგიის წევრი დაარსებიდან, ტომების რედ. (XV, XXII, XXVI, XXVII, XXVIII, XXIX, XXX, XXXI, XXXII), სამეცნ. კრებულების რედ.: „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“ (2010), „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“ II (2018); სამეცნ. მონოგრაფიების რედ.; სამეცნ. რეცენზირებადი და რეფერირებადი კრებ. „ცივილიზაციური ძიებანი: ტ. 1-2“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; სამეცნ. რეცენზირებადი და რეფერირებადი კრებ. „ბიბლიური კვლევის ამერიკულ-ქართული ინსტიტუტის ბიულეტენის“ საგამომცემლო საბჭოს წევრი; საქართვ. საპატრიარქოს, თბილ. სას. სემინარიისა და აკადემიის ბიბლ. არქეოლ. მასწავლებელი. ს. მ. მონაწილეობდა ნოქალაქევის; ბიჭვინთის (1986-1990); გონიოს არქეოლ. ექსპედიციებში (2000-2005). არის არაერთი სამეცნ. კონფერენციისა და სემინარის თანაორგანიზატორი. ავტორია 130-ზე მეტი სამეცნ. სტატიის,  6 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოსი. მის ნაშრომებში შესწავლილია საქართვ. ისტორიისა და ანტ. სამყაროს მნიშვნელოვანი საკითხები: ისტორია, რელიგია, კულტურა,  პოლიტიკა; ასევე დამხმარე საისტორიო დარგი - გლიპტიკა. არის საზ. ორგანიზაცია „თბილისელის“ წევრი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მშვილდაძე, მ. (თანაავტორი). (2001). შუამდინარული კულტურა: (მესოპოტამია): კულტუროლოგია. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN 9992883847; მშვილდაძე, მ. (2009). ადრეული ქრისტიანობის ისტორია. თსუ-ის გამ-ბა, ISBN 9789941130939; მშვილდაძე, მ. (თანაავტორი). (2012). ბიბლიური არქეოლოგია. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN 9789941132445; მშვილდაძე, მ. (2005). რომი და აღმოსავლური  რელიგიები  ახ. წ.  I-III სს. თბ., ენა და კულტურა, ISBN 9994023624; მშვილდაძე, მ. (2008). ადრეული ქრისტიანობა საქართველოში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941124433; მშვილდაძე, მ. (2012). ბიჭვინთის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941177019; მშვილდაძე, მ. (თანაავტორი). (2018). ფიქრისგორის სამაროვანი. თბ., საქართვ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტო, ISBN 9789941805943; მშვილდაძე, მ. (2025). საქართველო ანტიკური ოიკუმენის ნაწილი (ახ.წ. I-IV სს.) რელიგიური ფაქტორი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941363627; მშვილდაძე, მ. (2024). ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო. თბ., თსუ-ის გამ-ბა.  ISBN 9789941136221.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., ISBN: 9789992820414.