მშვილდაძე გიორგი ვალერიანის ძე
მშვილდაძე გიორგი ვალერიანის ძე

მშვილდაძე გიორგი ვალერიანის ძე  (1927, მაიაკოვსკი - 2004) ეკონომისტი, მეცნიერი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ს ეკონ. ფაკ-ტი (1944-1949), პარალელურად სწავლობდა საქართვ. იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ სასწავლებელში. დამთავრებისთანავე გაგზავნეს აფხაზეთის ასსრ-ში რევიზორ-კონტროლიორად (1950-მდე). დაამთავრა მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტის ასპირანტურა (1950-1953). მუშაობდა რესპუბლიკურ პარტიულ სკოლაში უფრ. მასწავლებლად (1953-1957). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს სსრ ტყავის მრეწველობის განვითარების ისტორია და ეკონომიკა“ (1954). მუშაობდა ინსტრუქტორად, უფრ. მეცნიერ მუშაკად, ეკონომიურ გამოკვლევათა განყ-ების გამგედ (1957-1961). თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი და მოსამზადებელი განყ-ების გამგის თანამდებობაზეა (1961-1977), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1975), მიენიჭა პროფესორის სამეცნ. წოდება (1978). გათავისუფლდა პოლიტეკონომიის კათედრის გამგის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე (1986). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სტატია და მონოგრაფია. 

თხზ.:მშვილდაძე, გ. (თანაავტორი). (1967). სამრეწველო წარმოების ეკონომიური სტიმულირების ახალი სისტემა. თბ., საბჭ. საქართველო; მშვილდაძე, გ. (1970). ძირითადი ფონდების კვლავწარმოების საკითხები. თბ., საბჭ. საქართველო; მშვილდაძე, გ. (1971). წარმოების საშუალებათა წარმოების უპირატესი ზრდის ეკონომიური კანონის შესახებ. თბ., საქართვ. კპ ცკ-ის გამ-ბა.