მრევლიშვილი ნანა ვაჟას ასული (17.XII.1967, მცხეთა), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1992), ასპირანტურა (1996); მცხეთის სამხარეო მუზეუმის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1992-1994), ჰუმანიტარული აკადემიის ლექტორი (1992–1996), თსუ–ის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ქართ. ენის მასწავლებელი (1998-2005), ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (2001), თსუ–ის მოწვეული ლექტორი (2001-2006), თსუ–ის ქართულ-საზღვარგარეთული სამეცნ.-კვლევითი ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2004-2006), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (2006-2022), თბილ. დ. აღმაშენებლის სახ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2010-2011), ილიას სახელმწ. უნ–ტის მოწვეული ლექტორი (2018-2022), საქართვ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2008), საქართვ. უნ–ტის თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინ–ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი, ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვ. (2022), საქართვ. უნ–ტის ქართ. მედიევისტიკა – ენისა და ლიტერატურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. (2025). საქართვ. ბიზანტინოლოგთა ეროვნ. კავშირის წევრი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი. მ.ნ.-ს სამეცნ. ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ქართ. მედიევალური მწერლობის (ორიგინალური და ნათარგმნი) საკითხებს: სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად იგი არის ძველქართულ-ძველბერძნული ფილოს.-თეოლ. ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონის I-II ტომის ერთ-ერთი შემდგენელი (2010); ქართ. სას. მწერლობის კვლევის მიმართულებით კი გამოქვეყნებული აქვს სტატიები: იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ სტრუქტურულ-კომპოზიციური თავისებურება (2012); საღვთისმეტყველო-თეოლ. ტერმინთა ძირითადი სტრუქტურული მოდელები გიორგი მთწმინდელთან (2014); სივრცის ონტოლოგიური კატეგორია და აგიოგრაფიული ტექსტი იოანე საბანისძის „აბოს წამების“ მიხედვით (2016); რწმენა, ცოდნა და განათლების სისტემა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (2018); „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ სტრუქტურულ-კომპოზიციური თავისებურება (2021), „წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“ თუ „წმიდანი იგი ნაწილნი მოწამეთანი“ შუშანიკის წამების ერთი იკითხვისის დაზუსტებისათვის (2024) და სხვ.
თხზ.: მრევლიშვილი, ნ. (2001). გრიგოლ ნოსელის „გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრების“ ქართული რედაქციები. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 99928-816-3-1; მრევლიშვილი, ნ. (2005). გრიგოლ ნეოკესარიელის „ეკლესიასტეს მეტაფრასის“ ძველი ქართული თარგმანი. თბ., უნივერსალი, ISBN 99940-51-93-8; მრევლიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2013). ლიტერატურული წერილები. თბ., მერიდიანი. ISBN 978-9941-0-6707-5; მრევლიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2022). სასულიერო მწერლობა. წერილები. თბ., მერიდიანი. ISBN-978-9941-8-4050-0 ; მრევლიშვილი, ნ. (2023). ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსია. თბ., საქართვ. უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-9807-6-3; მრევლიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2024). ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია, შუშანიკის წამების გვიანდელი რედაქციები. თბ., საქართვ. უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-9896-4-3.