-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა (1934-2006). თსუ-ში დაარსდა მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა (1934). აღსანიშნავია კვლევები ტუტე-ჰალოიდურ ნაერთებში შინაგანი ხახუნისა და მღებავი ცენტრების, ლითონურ შენადნობებში ფაზური გარდაქმნების (დ. ღოღობერიძე, ე. ანდრონიკაშვილი, ნ. კალაბუხოვი), ფოტოეფექტის (ი. ქვარცხავა) საკითხებზე. 60-იანი წლებიდან პროფესორი ი. მირცხულავა იკვლევდა ნახევარგამტარებს ძლიერ ელექტრულ ველში, რ-იც 80-იან წლებში გაგრძელდა პროფ. ზ. ქაჩლიშვილის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია თეორიულად ნაწინასწარმეტყველები ე. წ. ცხელი ელექტრონების განივი გაქცევა (ქაჩლიშვილი, ზ.) და ექსპერიმენტულად პირველად დამზერილი უარყოფითი გამტარობა (პროფ. ალადაშვილი, დ.).
კათედრასთან გაიხსნა ნახევარგამტარების ფიზიკის სამეც-კვლ. ლაბორატორია (გამგეები ა. ჭირაქაძე, ნ. კეკელიძე, ზ. ჩიგოგიძე, შ. მირიანაშვილი). აღსანიშნავია მიღებული შედეგები მონოკრისტალების კომპლექსურ კვლევაში (1958). ამ ლაბორ. ბაზაზე ი. მირცხულავას თაოსნობით გაიხსნა სამეცნ.-საწარმოო კომპლექსი ’’მიონი’’ (1965). წლების განმავლობაში კათედრაზე ლექციებს კითხულობდა ცნობილი ფიზიკოსი აკად. წევრ-კორესპონდენტი გ. გურგენიშვილი-ვაჩნაძე და პროფესორი ბ. ცეკვავა.