-
ავტორი
- კატეგორიები: მეტეოროლოგი პედაგოგი
მოწონელიძე ნარგიზი გიორგის ასული (26.VII.1947, თბილ. – 3.XI.2024), მეტეოროლოგი, პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით (1971). გაიარა ასპირანტურის კურსი (1977-1980). მუშაობდა მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად (1971-1993), მასწავლებლად (1993-2006), ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის სასწ.-სამეცნ. ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი (2007-2024). მრავალი წლის განმავლობაში მ. ნ. ატარებდა პრაქტიკული მეცადინეობებს შემდეგ საგნებში: მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ატმოსფერული პროცესები, კლიმატური რესურსები, გამოყენებითი მეტეოროლოგია, კლიმატოგრაფია. მ. ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს 20-მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-შიც განხილულია ატმოსფეროს დაჭუჭყიანების საკითხები. ძირითადი სამეცნ. ინტერესებია: მეტეოროლოგია–კლიმატოლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, კლიმატური რესურსები. მონაწილეობა აქვს მიღებული ეუთოს პროექტში „საქართველო-ოსეთის კონფლიქტური ზონის საირიგაციო სისტემის აღდგენის პრიორიტეტების ანალიზი და დაგეგმვა“ (2007).
თხზ.: მოწონელიძე, ნ. (თანაავტორი). (1987). პრაქტიკული სამუშაოები მეტეოროლოგიასა და კლიმატოლოგიაში. თბ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 199, ISBN 9992806982; Motsonelidze, N.; Lagidze, L.; Matchavariani, L.; Tsivtsivadze, N.; Khidasheli, N.; Paichadze, N.; Vakhtangishvili, M. (2015). Medical Aspects of Atmosphere Pollution. Journal of Environmental Biology.Publisher: Triveri Enterprises, Special Issue of JEB, 36(1),101-107(IF 0.88), ISSN: 0254-8704; ISSN: 2394-0379; Motsonelidze, N.; Tsivtsivadze, T.; Matchavariani, L.; Lagidze, L.; Ivanov, G.; Paichadze, N. (2015). Modern Conceptual and Technological Approaches to the Georgia Black Sea Coastline Protection. Earth Sciences. Special Issue: Modern Problems of Geography and Anthropology. DOI: 10.11648/j.earth.s.2015 040501.19, vol. 4, No. 5-1, 46-53; Motsinelidze, N.; Lagidze, L.; Matchavariani, L.; Tsivtsivadze, N.; Bregvadze, G., Paichadze, N. (2017). Basic Factors of Climate Peculiarities Formation & Climatic Zoning of Samtskhe-Javakheti. Earth Sciences. Special Issue „New Challenge for Geography: Landscape Dimensions of Sustainable Development“, Vol. 6, № 5-1, 83-86; მოწონელიძე, ნ. (თანაავტორი). (2019). ქ. თბილისში წყლის ღირებულებისა და ტარიფის განსაზღვრის პრობლემა. თბ.; მოწონელიძე, ნ. (თანაავტორი). (2020). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტების (SWOT ) ანალიზი. თბ.; მოწონელიძე, ნ. (თანაავტორი). (2020) მეტეოროლოგიური ფაქტორების გავლენა ატმოსფეროს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. თბ.