-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მოსულიშვილი ნუგზარ ოთარის ძე (10.X.1955, დედოფლისწყარო). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980), მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე; ატომური დაჯახებების ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში (1980-2010); თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე (2010-დან). ჰქონდა ერთობლივი სამეცნ. კვლევების ფარგლებში პეტერბურგის, იოფეს სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში ხანგრძლივი მივლინებები (1983-1991), დღემდე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში მიწვეული მეცნ.-მკვლევარი (CERN, ჟენევა, შვეიცარია), ატლას ექსპერიმენტის კოლაბორაციის წევრი (2006-დან). იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალური ინ-ტში მიწვეული მეცნ.-მკვლევარი (INFN, რომი, ფრაცკატი, 2011-2012). 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, შრომების უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. თსუ-ის ახალგაზრდა სამეცნ. საბჭოს პრემია (1989). რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ჯილდო საუკეთესო მეცნ. და სამეცნ. ჯგუფისთვის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2017). გრიფირებული ფიზიკის სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტორი (ქანთარია, ჩიჩუა), მიწვეული ლექტორი საქართვ. უნ-ტში.