მოსულიშვილი ლიგური მიხეილის ძე
მოსულიშვილი ლიგური მიხეილის ძე

მოსულიშვილი ლიგური მიხეილის ძე (10.X.1933, სოფ. არაშენდა, გურჯაანის რ-ნი - 5.V.2010, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1958). იმავე წელს აკად. ე. ანდრონიკაშვილის მიწვევით ჩაირიცხა უმცროს მეცნ.-თანამშრომლის თანამდებობაზე ფიზიკის ინ-ტში; მუშაობდა კარსნის ლაბორატორიაში მარგანეცის მადნის ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის (ნაა) ექსპრეს მეთოდების დამუშავების პრობლემებზე (1958-1961); საქართველოში ბირთვული რეაქტორის ამუშავების შემდეგ საჭირო გახდა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის (ნაა) ლაბორ. შექმნა; მას დაეკისრა ამ ლაბორ. ხელმძღვანელობა (1961-1975); მის მიერ შესრულებულ გამოკვლევებში ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი; ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონუკლეიდური ნაკადის შემოჭრა საქართვ. პირველად დაფიქსირებულ იყო მის ლაბორატორიაში (2.V.1986). ამ დღიდან დაწყებული თოთხმეტი წლის განმავლობაში მის ლაბორატორიაში სრულდებოდა სისტემატური დაკვირვება სასიცოცხლო გარემოში ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონულეიდების აკუმულაციისა და მიგრაციის პროცესების შესწავლისთვის (2000-ის ბოლომდე); ფიზიკის ინ-ტის ბირთვული რეაქტორის დაკონსერვების შემდეგ მან ნაა-ის ექსპერიმენტები გააგრძელა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში, კერძოდ, ი. ფრანკის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიაში; მისმა ლაბორატორიამ შეასრულა მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რ-ებიც აისახა დუბნის პრეპრინტებსა და საჟურნალო სტატიებში (1999-2006); მიღებული აქვს რფ-ს ორი საავტორო პატენტი გამოგონებაზე წყალმცენარე სპირულინის სელენშემცველი და ქრომშემცველი სამკურნალო პრეპარატების დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიის დამუშავებისა და მათი გამოყენების თვალსაზრისით; საერთაშ. პროექტები: მისი ლაბორ. მიერ საერთაშ. სამეცნ.–ტექ. ცენტრში (ISTC) წარდგენილმა პროექტმა G-348 (ნ. წიბახაშვილი) კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ინ-ტის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა (1999); ასევე ISTC–ის ეგიდით, შესრულდა პროექტი G-408, რ-საც იგი ხელმძღვანელობდა , ხოლო კოლაბორატორის როლს ასრულებდა დ. გლაზგოვი (2001); ამ პროექტით შესწავლილი იქნა ტოქსიკური და მძიმე მეტალების როლი წყალმცენარე სპირულინას კულტივაციის პროცესში; ამ კვლევის შედეგები იბეჭდებოდა პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში; თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ექსპერიმენტულ ფიზიკაში (1968) და მეცნ. დოქტორის დისერტაცია ნუკლეარულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში (1985);  ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი.