მოსიძე მაია ჯიმშერის ასული
მოსიძე მაია ჯიმშერის ასული

მოსიძე მაია ჯიმშერის ასული (13.VII.1963, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987).  სხვადასხვა დროს მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1982-1984) და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (JINR, რუსეთი, 1996-1999). მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობებში: BIS-2, EXCHARM. მ. მ. დღემდე არის თსუ-ის  ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1987-დან), ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაციის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS) საერთაშ. თანამშრომლობის მონაწილე (1994-დან); “B” ფიზიკის ჯგუფის წევრი (2016-დან) და ATLAS-ში ადრონული ტაილ კალორიმეტრისა და ტოპ კვარკის ფიზიკის შემსწავლელი ჯგუფის წევრი მისი შექმნიდან (1996-2023). მ. მ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ნაწილაკთა სპექტროსკოპია, ტოპ კვარკების წყვილურ დაბადებაში არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი  დაშლებისადმი ATLAS დეტექტორის მგრძნობელობა, ტოპ-ანტიტოპ წყვილის მძიმე კვარკონიუმის მდგომარეობასთან ერთად ასოციატიური დაბადების/წარმოქმნის გაზომვა, ვექტორული ბოტომონიუმის მდგომარეობების დაბადების მექანიზმი, 13 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონულ დაჯახებებში ATLAS დეტექტორის  ტაილ კალორიმეტრის მონაცემთა ხარისხის და ვარგისიანობის განმსაზღვრელი სამუშაოების ხელმძღვანელობა; ტაილ კალორიმეტრის ტესტურ დასხივებებში მონაწილეობა და  მონაცემების ანალიზი. მ. მ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე. კოლეგებთან ერთად არის 1000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: “Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC” (Phys.Lett. B, 716, 2012); “Search for flavor-changing neutral-current couplings between the top quark and the Z boson with proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector” (Phys. Rev. D 108, 2023); “Measurement of the production cross-section of J/ψ and ψ(2S) mesons in pp collisions at √s=13 TeV with the ATLAS detector” (Eur. Phys. J. C, 84, 2024). როგორც ATLAS  თანამშრომლობის მონაწილე, მ. მ. კოლეგებთან ერთად გახდა  საერთაშ. პრემია/პრიზის “ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის” ლაურეატი ფიზიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და კვლევებისთვის (2025).