მოსეშვილი თამარ იოსების ასული
მოსეშვილი თამარ იოსების ასული

მოსეშვილი თამარ იოსების ასული (6.X.1950, თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი. დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1967), თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი წარჩინებით  (1972). სამეცნ.-პედ. მუშაობა დაიწყო თსუ ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ლაბორანტის თანამდებობიდან (1972-1979). მუშაობდა თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის მასწავლებლის (1980-1985), უფრ. მასწავლებლის თანამდებობებზე (1985-1990); თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის კათედრის უფრ. მასწავლებლის თანამდებობაზე (1990-1995);  იყო თსუ-ის მათ. სწავლების მეთოდიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი  (1996-2006). აქვს თსუ-ში სამეცნ.-პედ. მუშაობის 35 წლის სტაჟი (1972-2007). სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციათა კურსებს: ანალიზური გეომეტრია, დიფერენციალური გეომეტრია, ალგებრა, ალგებრული სტრუქტურები, მათემატიკის სწავლების მეთოდები. ის ხელმძღვ. თსუ-ის სტუდენტთა პედ. პრაქტიკას. ასწავლიდა, თსუ-ში  უცხოელ მოქალაქეთა მოსამზადებელ ფაკ-ტზე   მათემატიკას (სადაც მსოფლიოს 20 -ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტი სწავლობდა), ხელმძღვანელობდა ამ  ფაკ-ტზე მათ. სწავლებას, იყო ფაკ-ტის მეთოდური საბჭოს მათ. სექციის ხელმძღვ.-მეთოდისტი (1979-1995). უცხოელი სტუდენტებისათვის შეიმუშავა ალგებრისა და ანალიზის საწყისების სწავლების მეთოდიკა, შეადგინა მათ. ტერმინების ექვს ენოვანი ლექსიკონი, გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო შრომა, 4 სახელმძღვანელო.

თხზ.: Мосешвили, Т. (1982). Конспект по Алгебре и началам анализа. თბ. უნ-ტის გამ-ბა; Мосешвили Т.(1985). Алгебра и начала анализа: ნაწ.1. თბ. უნ-ტის გამ-ბა; Мосешвили, Т.(1986). Алгебра и начала анализа: ნაწ. 2-3. თბ. უნ-ტის გამ-ბა.