-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი საპატიო დოქტორი
მოსერი ამალია (Αμαλία Μόζερ, ათენი, საბერძნეთი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნ. ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ათენისა და კემბრიჯის უნ-ტების პროფესორს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (12.IX.2016).
მ. ა. დაიბადა ათენში, სადაც სწავლობდა და მიიღო პირველი სამეცნ. ხარისხი კონტინენტურ ტრადიციებში, კლასიკურ, ბიზანტიურ და თანამედროვე ფილოლოგიასა და თეორიულ, ისტორიულ ლინგვისტიკაში. კემბრიჯის უნ-ტში ნ. ვინსენტის ხელმძღვანელობით ლინგვისტიკის განხრით მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი. მისი სადისერტაციო თემა შეეხებოდა პერფექტის პერიფრაზირების ისტორიას ბერძნულ ენაში.
მ. ა.-ს პირველი აკადემიური თანამდებობა ეკავა მშობლიურ კაპოდისტრიის სახ. ათენის ეროვნულ უნ-ტში ლინგვისტიკის პროფესორის სტატუსით. წლების განმავლობაში უძღვებოდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს სემანტიკასა და ენის ცვლილებების შესახებ.
მ. ა. არის ფილოსოფიის სკოლის, ფილოლოგიის ფაკ-ტისა და ლინგვისტიკის დეპარტ. წევრი. მან ავტორთა ჯგუფთან ერთად შექმნა თანამედროვე ბერძნული ენის გრამატიკა და ბერძნულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდები. მეცნიერის მთავარი მიზანია, მოდერნიზებული და სისტემური სწავლების დანერგვა საბაზისო საფეხურის განათლებაში.
მ. ა.-მ შავი ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით ათენში შექმნა ჰუმანიტარულ მეცნ. ქსელი, რ-იც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული მეცნ-ების ყველა შესაძლო მიმართულებით განვითარებას (2012). პროექტის პირობების გათვალისწინებით ერასმუს მუნდუსის ფარგლებში განხორციელდა პირველი გაცვლითი პროგრამა „ჰერმესი“ (2013-2017).