-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
მონასელიძე ჯამლეტ რევაზის ძე (15.07.1937, ბერლინი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (1961); თსუ–ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი ბიოფიზიკის სპეციალობით (1973); ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სახელმწ. უნ–ტი (1985). ფიზიკის ინ–ტის ბიოფიზიკის განყ–ების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1961-1965); ფიზიკის ინ–ტის ბიოფიზიკის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1968-1971); ფიზიკის ინ–ტის ბიოფიზიკის განყ–ების სამეცნ. ჯგუფის ხელმძღვ. (1971-1975); ფიზიკის ინ–ტის ბიოფიზიკის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1975-1981); ფიზიკის ინ–ტის სამედ. ბიოფიზიკის განყ–ების გამგე (1981-1987); ფიზიკის ინ–ტის ბიოპოლიმერების თერმოდინამიკის განყ–ების გამგე (1987-2005); თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2005-დან). თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1981-დან). ლექციების კურსი თსუ–ში; 15 საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვ.. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი, ძირითადად მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში, მიღებული აქვს 9 პატენტი, მათ შორის აშშ-ს, კანადისა და საქართვ. პატენტები.