-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მოლოდინაშვილი ზაზა ფარნაოზის ძე (02.VIII.1961, სიღნაღი), დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1986). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ფენოლფორმალდეჰიდური ოლიგომერებისა და პოლიმერული კომპოზიციების მიღება ნალღობში, პლასტიკური მასალები მათ საფუძველზე, მიღება და თვისებები“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). სხვადასხვა დროს იყო: ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1990); თ. მუხაძის სახ. დამოუკიდებელ უნ-ტი "ივერიას" პრორექტორი (1998-2002); ბიორაციონალური ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის ახ. ტექნოლოგიების ლაბორ. ხელმძღვ., ექსპერტი (2015-2018); შპს „ბერტას“ მთ. ტექნოლოგი (2019); შპს“დავათის“ – ტექნოლოგი, კონსულტანტი (2024-დან). საქართვ. ნავთობქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი (2011-დან). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2013), ნავთობის ქიმიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2013-დან). მეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილობრივ მრეწველობაში გამოყენების მიზნით. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით. SCOPUS ბაზაში შესული სტატიებიდან აღსანიშნავია „Synthesis and study of phenolformaldehyde type polymers on the base of bisphenol with adamantane grouping“, (Handbook of Condensed Phase Chemistry, 2010) და „Polyurethanes on the basis of card-type polycyclic bisphenols and different diisocyanates“, (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 6(1), 2012). მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „რეზოლური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „ცეოლითის მოდიფიცირების ხერხი“; „ბუნებრივი სორბენტის მიღების ხერხი“. საერთაშ. და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონაწილეა: „ახალი ტიპის ჰიბრიდული ფოროვანი პოლიმერების მიღება, კვლევა და გამოყენება“; „მარცვლოვანი კულტურებისათვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება აზოტოვანი სასუქების საჰექტარო ნორმების შემცირებისა და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით აზოტმაფიქსირებელი ორგანიზმების გამოყენებით“; „Controlled released fertilizers on the basis of ion-exchange and polymer compositions“; „New generation complex fertilizers of prolonged effect for environment protection from pollution“. იგი საერთაშ. და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონაწილეა.