-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
მოდებაძე ირინე იგორის ასული (15.IV.1953, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1975) და მოსკოვის მ. გორკის სახ. მსოფლიო ლიტერატურის ასპირანტურა (1979), ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1981), გათანაბრებული დოქტორი (2006). საერთაშ. და რეგოინალური ასოციაციების ICLA, FIPLA, GCLA, CCU წევრი. თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1981), ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერი (1988). დაჯილდოებულია: მიხ. ლერმონტოვის (2023); კ. ხეტაგუროვის (2019); ტ. შევჩენკოს (2014); რ. გამზატოვის (2012) სამახსოვრო და L.N.Gumilyov Eurasian National University (Kazakhstan) ვერცხლის მედლებით (2014). კანადისა, ევროპის და აზიის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, უკრაინულ, რუსულ და ლატვიურ ენაზე გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი; არაერთი საერთაშ. კონგრესის, სიმპოზიუმისა თუ კონფერენციის მონაწილე. კოლექტიური მონოგრაფიების თანაავტორი.
თხზ.:მოდებაძე, ი. (2016). „ვეფხისტყაოსანი“ და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში: თანამედროვე ინტერპრეტაციები. თბ., საარი, 2016. ISBN 978-9941-461-57-6; Modebadze, I. (2016). Literature in Exile. Emigrants' Fiction: 20th Century Experience. Ed. I. Ratiani. Cambridge Scholars Publishing, ISBN 978-1-4438-9710-5; მოდებაძე, ი. (2016). ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბ., მერიდიანი, ISBN 978-9941-25-027-9; Модебадзе, И. (2016). Борис Пастернак и Тициан Табидзе: дружба поэтов как диалог культур. Москва, ISBN 978-5-9907409-3-8; მოდებაძე, ი. (2016). ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა. თბ., უნივერსალი. ISBN 978-9941-22-780-6; Модебадзе, И. (2017). Булгаков М. А. Русская и национальные литературы. Ереван: Antares, ISBN 978-9939-0-2436-3; Modebadze, I. (2017). Aspazija – Rainis. Dzīvā dzīve. Riga: Zinātne. ISBN 978-9934-549-39-7; მოდებაძე, ი. (2019). Les Français en Géorgie… თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-485-94-7; მოდებაძე, ი. (2020). შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა. გზამკვლევი და ანთოლოგია (შესავალი). თბ., GCLA Press, ISBN 978-9941-13-946-8; მოდებაძე, ი. (2022). მემარცხენე მწერლობის ფორმირება საქართველოში (XIX–XX სს.), ტ. I. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-498-82; Модебадзе, И. (2023). Маяковский В. В. Русская и национальные литературы. Ереван, ISBN 978-9939-875-79-8.