-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი ციტოლოგი ასოცირებული პროფესორი
მოდებაძე ირინა როლანდის ასული (13. III. 1975, ყვარელი), ბიოლოგი. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2009), ასოცირებული პროფესორი (2014), ბიოლოგიის საერთაშ. ოლიმპიადაზე საქართვ. ნაკრები გუნდის თანალიდერი (2011), ბიოლ. და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა კონფერენციის ორკომიტეტის წევრი (2008). დაამთავრა თსუ ბიოლ. და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაციით (1997). მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. კანდ. ხარისხი, სპეციალობით - ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზრდასრული და ფორმირებადი ღვიძლის რეგენერაციის ტრიგერული მექანიზმები“ (2004). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი: „Kinetic features of a white rat hepatocyte population under hormonal disbalance before and after partial hepatectomy“ (Tsitologiia, 2005, N 47); „Особенности регенерации поджелудочной железы белых крыс в норме и при холестазе“ ( Цитология, Ст-Петербург, 2007, N 49); „Осовенности Восстановительного роста Гепатопанкреаса Helix lucorum“ (Цитология, Расииская Академия Наук, 2007, т. 49); „Adaptive growth features of rat cholestatic liver., Experimental Biology , 2011, Volume 25, Issue S1); „Pancreatic Cell Proteome - Qualitative Characterization And Function“ (Georgian Medical News, 2013, N 7-8).
თხზ.: მოდებაძე, ი. (თანაავტორი). (2025). ადამიანის ანატომია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941363016.