მხეიძე ომარ აკაკის ძე
მხეიძე ომარ აკაკის ძე

მხეიძე ომარ აკაკის ძე (15. IV. 1935, სოფ. სხვავა, ამბროლაურის რაიონი - 17.VIII. 2023, თბილისი).  მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი, საქართვ. სამეფო კლუბის წევრი (2004-დან), ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკად. დაამთავრა თსუ-ის ეკონ.  ფაკ-ტი  (1975). იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (1953) - ხელმძღვ. ჯ. ბაგრატიონი;  საქართვ. ხალხ. ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (1954-1984) - ხელმძღვ. ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი; კინოკომპანია "ჯიმ შვანთეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი; თბილ. სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი (1984-1989); ე. თაყაიშვილის სახ. კულტ. და ხელოვნ. სახელმწ. უნ-ტის ქორეოგრ. კათედრის კონსულტანტი. ქართ. რეპერტუარიდან ცეკვავდა: "ხევსურული სიუიტა", "მხედრული", "შეჯიბრი", "მუხამბაზი", "მთიელ ვაჟთა ცეკვა", "ქაჯეთის აღება".  მიღებული აქვს არაერთი წოდება: ,,საქართველოს დამსახურებული არტისტი“ (1963); ,,საქართველოს სახალხო არტისტი“ (1971);  ,,ღირსების ორდენი“ - ქართ. ქორეოგრ. ხელოვნ. შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის (1996); იყო ,,თბილისის საპატიო მოქალაქე“ (2000);  "წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005); "ქართული კულტურის ამაგდარი" (თბილ. მერია, 2009); "ქართული კულტურის რაინდი" (საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013); მიღებული აქვს ,,საქართველოს ეროვნული პრემია“  (2012); ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი“ - საქართვ. ქორეოგრ.  ხელოვნ. განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნ. სფეროში ხანგრძლივი პრაქტ. და თეორ. მოღვაწეობისთვის (2013); საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული" (საერთაშ. ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014);  "საუკუნის მოცეკვავე" (საქართვე. ქორეოგრ. მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014);  "ხელოვნების ქურუმი" (საქართვ.  კულტ. სამინისტრო, 2015);   საპატიო ბათუმელი (2015);  ქუთაისისა  და ფოთის საპატიო მოქალაქე; მიენიჭა "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება" - პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით ფონდმა "ქართული გალობა" ქართ. ხალხ. ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2016); თბილ. დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახ. ვარსკვლავი (2011).

ლიტ: სუხიშვილი, გ. (1988). ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი. თბ., გვ. 236; მხეიძე ომარ აკაკის ძე. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 354-355.