-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი საპატიო დოქტორი
მიულერი შტეფან (Stefan Müller, 1952, კრონახი, გერმანია), ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.IX.2006).
მ. შ. იულიუს მაქსიმილიანის სახ. ვიურცბურგის უნ-ტში ეუფლებოდა მედიცინის მეცნიერებებს და მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1978). იგი მოღვაწეობდა ლოს-ანჯელესსა და ბალტიმორში. სან-ფრანცისკოს საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობის შემდეგ, უროლოგიის კლინიკის მთავარი ექიმისა და მაინცის საუნივერსიტეტო კლინიკის პრივატდოცენტის პოზიციები ეკავა (1990-1994). მ. შ. ბონის უნ-ტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიიწვიეს (1994). იგი, აგრეთვე, იტალიის ანკონას უნ-ტის მოწვეული პროფესორია.
მ. შ.-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი საკითხებია: ოპერატიული ონკოლოგია (პროსტატა, შარდის ბუშტი), გარე სასქესო ორგანოების რეკონსტრუქცია, პედიატრიული უროლოგია, უროლითიაზისა და პროსტატის კიბოს გამომწვევი მიზეზები.
მ. შ.-ს უროლოგთა გერმანულმა საზოგადოებამ მაქსიმილიან ნიცეს სახ. ჯილდო გადასცა (1999). იგი ხელმძღვანელობდა უროლოგთა გერმანული საზოგადოების უწყვეტი განათლების პროგრამას (2003-2004), შემდეგ კი ამავე ორგანიზაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს (2012). იგი 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია.