-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საპატიო დოქტორი
მიულერი კარლ ალექსანდერ (Müller Karl Alexander, 20.IV.1927, ბაზელი, შვეიცარა - 09.I.2023), მნიშვნელოვანი მეცნ. მიღწევებისთვის ფიზიკაში, მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისთვის, თსუ-სა და ციურიხის უნ-ტს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.IX.2007).
მ. კ. ა. შვეიცარიელი ფიზიკოსია, რ-საც გ. ბედნორცთან ერთად ფიზიკის დარგში მიენიჭა ნობელის პრემია კერამიკული მასალების მაღალტემპერატურული ზეგამტარობის ინოვაციური აღმოჩენებისთვის (1987). მეცნიერები სხვადასხვა ოქსიდის სისტემურ კვლევას აწარმოებდნენ და კვლევის საბოლოო შედეგები „ფიზიკის ჟურნალში“ გამოაქვეყნეს (1986).
მ. კ. ა. ციურიხის უნ-ტის ფიზიკის პროფესორი იყო (1970-1994).
მ. კ. ა.-ს საპატიო ჯილდოებს შორისაა მარსელ ბენუას პრემია (1986), ფრიც ლონდონის მემორიალური პრემია (1987), მიუნხენის ტექ. უნ-ტის, ჟენევის, ზალცბურგისა და ლაიფციგის უნ-ტების საპატიო დოქტორის სტატუსები. იგი რუსეთის მეცნ. აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს (1994).