მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე
მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე

მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე (01.I.1940, სოფ. ბაბუშარა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი). მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პროფესორი. სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა მე-7 სკოლაში (1947-1954). მოგვიანებით გადაიყვანეს ქუთაისის №4 საშ. სკოლაში (1954-1958). ჩაირიცხა ქუთაისის პედ. ინ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე (1958), საიდანაც პირველი კურსიდანვე სასწავლებლად გადავიდა თსუ-ში და დაამთავრა ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1964), ასპირანტურა (1964-1966). მ. რ. დაიცვა საკანდიდატო, თემა: “ქართული სატირული ჟურნალისტიკა 1905-1908” (1966), შემდეგ სადოქტორო, თემა: „თანამედროვე ქართული პოემა“  დისერტაციები და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1973). მუშაობდა თსუ-ში ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ (1966–2006). იყო: ჟურნ. „კრიტიკის“ მთ. რედ. (1987–1990); ჟურნ. „ნუგეშის“ მთ. რედ. (1993–1999); „მწერლის გაზეთის“ სარედაქციო საბჭოს თავ-რე და სტუ-ის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვ. და სრული პროფესორი; საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“, საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004). სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ნ. ლორთქიფანიძის (1987), ა. წერეთლის (1993), დ. კლდიაშვილის (1995), მ. აბაშიძის (1999), ი. ჭავჭავაძის (2008), ა. ისააკიანის და სხვ. ლიტ. პრემიები. არის „ღირსების ორდენის“ (1999) და „ივანე ჯავახიშვილის მედლის“ კავალერი. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარის“ (2009) და „ქართული პროზის რაინდის“ წოდებები. მან გამოსცა ნოველების პირველი წიგნი „შიგნიდან გატეხილი ციხე“ (1964); ავტორია: ლიტ. პაროდიების „მე თვითონ მეცინებოდა“ (1969); ნოველათა კრებ.: „ნოველები“ (1972); „ამ წიგნს ხვალ ვეღარ იშოვით“ (1976); „კაცნი“ (1977), ლიტ.-კრიტ. ნაშრომები:  „კრიტიკა“ (1970); „კრიტიკული მონოლოგები“ (1973); „თანამედროვე ქართული პოემა“ (1975); „ეპოქის გზებით“ (1976); „შენ ჩემთვის რა გატირებდა“ (1979) და სხვ. მ-ის თხზულებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მიშველაძე, რ. (1990). ეპოქა და თანამედროვე მწერლის როლი. თბ., საქ. საზ. ცოდნა; მიშველაძე, რ. (1990). განაჩენი: ნოველები. თბ., მერანი; მიშველაძე, რ. (1992). ახალი ნოველები. თბ., საქ. წიგნ. მოყვ. საზ-ბა; მიშველაძე, რ. (1998). უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9992856076; მიშველაძე, რ. (2001). რჩეული ნოველები. თბ., ნეკერი; მიშველაძე, რ. (2004). ჩემი ცრემლი და სიყვარული: ნოველები. თბ., ბაკმი, ISBN: 9994027484.

მასზე: მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7, თბ., 1984, გვ. 31.