-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მირცხულავა იონა ანდრიას ძე (2.II.1912, სოფ. ხორგა, ხობის რაიონი - 2 .VI. 1983, თბილისი). დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექ. ინ-ტი (1935). მუშაობა დაიწყო თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად, აგრეთვე თბილ. სამედ. ინ-ტში (1938-1950). იყო ამ ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე. თსუ-ის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე (1954-დან). მისი ძირითადი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და ნახევრად გამტარების ფიზიკას. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1975); შრომის წითელი დროშის ორდენი
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მირცხულავა, ი. (1946). ზოგადი ფიზიკა : მოკლე სახელმძღვანელო. - თბ., საქმედგამი, 406გვ; მირცხულავა, ი. (1957). სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა - თბ. უნ-ტის გამ-ბა, 1957. 407გვ. მირცხულავა, ი. (1960). ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელო : მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა. - თბ. უნ-ტის გამ-ბა, 582გვ. მირცხულავა, ი. (1979). ნახევარგამტართა ფიზიკა :დამხმ. სახელმძღვ. ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. - თბ. უნ-ტის გამ-ბა, 408გვ.