-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრი კურსდამთავრებული
მიროტაძე ანი სვიმონის ასული (22.VI.1975, ჭიათურა) ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1996); უნ-ტის დამთავრებისთანავე შეუდგა ჟურნალისტურ საქმიანობას (1996-2012); მუშაობდა შპს გაზ."ახალი თაობაში" (1996-2002); იყო გაზ."თბილისის სიახლენის" მთ. დირექტორი (1998-2000), სახელმწ. ტელევიზიის I არხის გადაცემა "პრეს-ეკრანის" ( 2002-2003) და ტელეკომპანია "202-ის'" (2006) ავტორი და წამყვანი; შპს "პირველის", გენ. დირექტორი (2006-2011); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამტის წევრი (საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით, 2012-2016); პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2012-2016), პარლამენტის იურიდ. საკითხთა კომიტეტის წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" წევრი (2013-2016).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.