მირიანაშვილი  ქეთინო იურის ასული
მირიანაშვილი ქეთინო იურის ასული

მირიანაშვილი  ქეთინო  იურის ასული (11. VI.1957 გორი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1988). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი ფაქტორებისა და მეტეოროლოგიური ელემენტების ცვლილების მათემატიკური მოდელირება და ადმიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შესწავლა“ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2005). არის ათი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი. შრომების ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.