მირიანაშვილი როლანდ ილიას ძე
მირიანაშვილი როლანდ ილიას ძე

მირიანაშვილი როლანდ ილიას ძე  (05.XII. 1941- 26. IX. 2009, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემეტიკის მეცნ. დოქტორი(1999), თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრის პროფესორი (2000).  დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკის სპეციალობით (1963), მუშაობა დაიწყო თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრაზე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (1979), დოცენტი (1980), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). მ. რ.-ის საკანდიდატო ნაშრომი ეძღვნება „U3+-ის ტეტრაგონალური ცენტრის  სუპერზენაზი ურთიერთქმედებების შესწავლას ფლიურიტების ჰომოლოგიურ რიგში“. სადოქტორო დისერტაცია: „მაგნიტური ცენტრების იმპულსური ეპრ სპექტროსკოპია დიელექტრიკულ კრისტალებში“. მ. რ. მრავალი ათეული წლების განმავლობაში ატარებდა ლექციებს  და პრაქტიკულ  მეცადინეობებს    რადიოსპექტროსკოპიაში თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრაზე.