მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე
მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (21.II.1860, ქუთაისი-15.VIII.1944 [1940]), თბილისი). საზ. მოღვაწე, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, პედაგოგი,  და პუბლიცისტი. დაამთავრა ქ. ქუთ. გიმნაზია.  სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნ-ტში (1882-დან), შემდეგ სორბონის (პარიზი) უნ-ტში, ისტ-ფილოლ. ფაკ-ტზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1886) იწყებს  პედ. და პუბლიც. მოღვაწეობას; ასწავლიდა ფრანგ. ენას ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში; ქართ. ენასა და ლიტერატურაში თბილ. სკოლებში; იყო ქართ. ენის ცენზორი (1905); გამოსცა ქართულენოვანი გაზ. "პატარა გაზეთი" (1905); მისი წერილები, ნარკვევები, თარგმანები ქვეყნდებოდა ქართ. ჟურნ.-გაზ. ("დროება", "ივერია", "შრომა", "სახალხო გაზეთი", "თემი", "მოამბე", "თეატრი და ცხოვრება", "ჯეჯილი") "კლდიას" და "მოგზაურის" ფსევდონიმით. მ. პ.-მ თარგმნა ჰომეროსის, ევრიპიდეს, ესქილეს, გოეთეს, რენანის თხზ., ინდური და ძვ. ებრ. ჰიმნები; ცალკე წიგნებად გამოსცა "ამირანის ლექსი"(1913), "როსტომიანი" (1914), "ვეფხისტყაოსანი" (1915);  იგი  ქართ. კლასიკური ოპერების: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერისა" და ა. არაყიშვილის ოპერის "ვეფხისტყაოსანის" (დაუმთავრებელი) ლიბრეტოს ავტორია; მან ქართ. თარგმნა ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონი"(1905, პეტერბურგი, დაიდგა ქართ. ენაზე); მას დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშთის განჯიდან გადმოსვენებაში; იყო თბილ. არსებული საეკლ. მუზეუმის გამგეობის წევრი; „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მდივანი (1900-) და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).

თხზ.: მირიანაშვილი, პ. (მთარგმნელი). (1901). ჰომიროს თქმული აქელიანი ძველი ბერძნული ამბავი. ტფ., ძმ. თავართქილაძეების სტ.; მირიანაშვილი, პ. (1914). გახსოვდე: წერა-ლაპარაკის დროს ქართული გრამატიკის წესები. თბ., სტამბა ს. ლოსაბერიძისა; მირიანაშვილი, პ. (1929). ქართული სიტყვიერების განარკვი: დასაწყისიდან ჩვენს დრომდე. ტფ., პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ.; მირიანაშვილი, პ. (1938). აბესალომ და ეთერი : ხალხური თქმულება.  თბ., ფედერაციას გამ-ბა და სტ.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2. თბ., 1955, გვ. 205-219; ხუციშვილი, ს. (1961). ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი: წ. 1. თბ., გვ. 74; მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 330;  იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.3: მ-რ. თბ., გვ. 316-322;  საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.