მირიანაშვილი მათე მიხეილის ძე
მირიანაშვილი მათე მიხეილის ძე

მირიანაშვილი მათე მიხეილის ძე (5.X. 1906თბილისი — 23.I.1975, თბილისი). წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი და დანიშნულ იქნა ფიზიკის კათედრის ასისტენტად (1930). მივლინებულ იქნა ხარკოვის ფიზ.-ტექნიკის ინ-ტში, რ-იც იმდროისათვის ფიზიკა-ტექნიკის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა (1932). ხარკოვში ხშირად იმართებოდა საერთაშ. კონფერენციები ფიზიკაში, ამგვარად  მ. მ.  კონტაქტს ამყარებდა ისეთ ცნობილ ფიზიკოსებთან რ-ებიც იყვნენ: ნ. ბორილ. ლანდაუპ. ედრიენ მორის დირაკი და მრავალი სხვა. დაინიშნა თსუ-ის  ზოგადი ფიზიკის კათედრისა და შეთავსებით ქუთაისის  პედ. ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგედ (1933). მ. მ. დაინიშნა ფიზიკისა და გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილედ (1941), რ-საც შემდგომ სათავეში ჩაუდგა (1943-1951). იგი აირჩიეს საქართვ.  სსრ მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1961), ხოლო შემდეგ ამავე აკადემიის წევრი გახდა (1974). მისი მეცნ. გამოკვლევები ეხება კვანტურ თეორიას, ძირითადად კი თეორ. ფიზიკის ისეთ აქტუალურ დარგს, როგორიცაა ველის კვანტური და გრავიტაციული თეორია. თავის ნაშრომში „კვანტური მექანიკის ვარიაციული პრინციპი“ მან განიხილა სასაკითხი ატომის ენერგეტიკული დონის განსაზღვრისა და ახალი სახის ვარიაციული პრინციპის საშუალებით. მეორე ნაშრომში „S მატრიცა და ვიწრო სტრუქტურის ფორმულა“ მან განაზოგადა ჰაიზენბერგის ცნობილი შედეგი ენერგეტიკული დონის განსაზღვრისა S მატრიცის პოლუსების საშუალებით. ამავე შრომაში იგი ავითარებს და განაზოგადებს ვაკუუმური პოლარიზაციის განხილვის შვინგერის მეთოდს. რაც მნიშვნელოვანია მ. მ.  იძლევა ზუსტ ფორმულებს ნებისმიერი ძლიერი ველებისათვის. მისი სამეცნ.  მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში ფიზიკის, რ-ც მეცნ. განვითარებასთან, სწორედ მისი მონაწილეობითა და უშუალო ხელმძღვანელობით წარმოებდა ფართო სამეცნ.-კვლ. მუშაობა ფიზიკის სხვადასხვა დარგში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962); საპატიო ნიშნის ორდენი; შრომის წითელი დროშის ორდენი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მირიანაშვილი, მ. (1964). ზოგადი ფიზიკის კურსი მექანიკა. ნაწ. 1. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლებისათვის: - თბ., ცოდნა.  492გვ; მირიანაშვილი, მ. (1966).  ზოგადი ფიზიკის კურსი. ნაწ. 2: ოლეკულური ფიზიკა. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლებისათვის. - თბ., ცოდნა.  731 გვ; მირიანაშვილი, მ. (1972). ალბერტ აინშტაინი. თბ. უნ-ტის გამ-ბა. 459გვ;  მირიანაშვილი, მ. (2008). თb. ნეკერი. 254 გვ. ISBN: 9789941901898.