-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მირიანაშვილი გრიგოლ მიხეილის ძე (22. II. 1905, სოფ. დერჩი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი-15. V. 1987, თბილისი), ფიზიკოსი, თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე მისი დაარსების დღიდან (1949–1986), პროფესორი (1974). ბირთვული ფიზიკისა და კოსმ. სხივების დარგის მეცნიერი, დაამთავრა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტი (1929); მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკა-მექანიკის ფაკ-ტზე (1930–1932), ხარკოვის ფიზ.-ტექნ. ინ-ტში (1933–1936), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე კოსმ. სხივების ფიზიკის დარგში (1937–1946). მ.გ. მონაწილეობდა კოსმ. სხივების კვლევის ექსპედიციაში ალაგიოზის მთაზე (სომხეთი) (1941), აგრეთვე სოხუმის ფიზ. ტექნ. ინ-ტში ბირთვული იარაღის შექმნის პროექტში (1946–1949). მ.გ.-ის კვლევები ეხება ბირთვული პროცესებისა და კოსმ. სხივების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, ავტორია (ა. იშხნელთან ერთად) ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელოსი (ელექტრობა და მაგნეტიზმი). ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.