მირძველი ნატო ალექსანდრეს ასული (13.X.1962, ქ.თბილისი), ქიმიკოსი. წარჩინებით დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოოგიის ფაკ-ტი, სპეციალობით მჭიდა მასალების ქიმ. ტექნოლოგია (1984). გაიარა ასპირანტური კურსი (1990-1992), დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ნახშირწყალბადების პარციალური დაჟანგვა ალუმოსილიკატების საფუძველზე მომზადებულ კატალიზატორებზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1996). მუშაობდა სამთოქიმიური ნედლეულის სახელმწ. ინ-ტის თბილ. კომპლექსური სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცეოლითების განყ-ბაში ინჟინერ-ქიმიკოსად (1985-1989), საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლად (1989-2003), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2003-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). სამეცნ. ინტერესების სფერო: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალები მიღება და კვლევა; ახ. სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში. SCOPUS ბაზაში გამოქვეყნებული სტატიებიდან აღსანიშნავია:„Ion exchange properties of Georgian natural zeolites“, (Chemistry Journal of Moldova, 12(1), 2017); „Acid Resistance and Ion-Exchange Capacity of Natural Mixtures of Heulandite and Chabazite“, (Minerals, 13(3), 2023); „Antimicrobial Properties of Zeolite, Cellulose and Zeolite-Cellulose Composite Materials as Basis for Their Use in Food Packaging – A Review“, (AIP Conference Proceedings, 3324(1), 2025). მიღებული აქვს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ბაქტერიციდული ცეოლითშემავსებლიანი ქაღალდის მიღების ხერხი“ და „ცეოლითის მოდიფიცირების ხერხი“. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. ეროვ. და საერთ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმძღვ. და ძირითადი მონაწილეა: „უნივერსალური თვისებების მქონე „დიდი ხუთეულის“ (Big Five) ცეოლითების სინთეზის გზით, ორგანული შაბლონების გარეშე, მიღების მეცნიერული დასაბუთება“; „ბაქტერიციდული და გაუმჯობესებული ზედაპირული თვისებების მქონე ქაღალდის წარმოება“; „ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლები ქაღალდის წარმოებაში“; „Scientific substantiation of the possibility of creating new bactericidal zeolite filter materials for purification-decontamination of water from various sources“ და სხვ. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. ციციშვილის სახ. პრემიით შრომათა ციკლისათვის „ცეოლითების სინთეზი საქართველოს ბუნებრივი ალუმინსილიკატური ნედლეულიდან“ (2018).