-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
მინდორაშვილი მარინე (მაია) იოსების ასული (27.VI.1960, სიღნაღი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის, ეკონ. და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკად. დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი სტატისტიკის სპეციალობით (1982). ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„რეგიონის სამრეწველო პოტენციალის სტატისტიკური შეფასების მეთოდოლოგია (საქართველოს მაგალითზე)“ (1988). იყო თსუ–ის სტატისტიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი, დოცენტი (1988-2005). ეკონ. და სოც. კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006–დან). იყო სტატისტიკის სამეცნ. კვლევითი ინ–ტის დირექტორის მოადგილე (2001-2004), ეკონ. განვითარების სამინისტროს სახელმწ. საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტ. მეთოდოლოგიის, კოორდინაციისა და სტანდარტების სამმართველოს უფრ. მოადგილე (2005-2009), საქართვ. სტატისტიკის ეროვნ. სამსახურის აღმასრ. დირექტორის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე (2009-2010). იყო საქართვ. სტატისტიკის ეროვნ. სამსახურის საბჭოს მდივანი. ატარებდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სტატიკასა და მაკროეკონომიკას ქართულ და ინგლისურ ენებზე (2006-2010). იგი დღემდე საქართვ. სტატისტიკის ეროვნ. სამსახურის საბჭოს წევრია (2018–დან). იყო თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი, საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საბჭოს წევრი, ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წევრია (2016-2020), ხელმძღვანელობდა თსუ–ის სტატისტიკის საკონსულტაციო და კვლევით ლაბორატორიას (2014-2024). არის მრავალი საგრანტო პროექტის მონაწილე. ფლობს სტატისტ. და სხვა კომპიუტერულ პროგრამებს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სტატია, ოთხი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სალექციო კურსი ეროვნ. ანგარიშთა სისტემასა და დარგობრივ სტატისტიკაში.
თხზ.: მინდორაშვილი, მ. (2020). საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა= Demographic Sentiment of Georgian Student Youth. თბ., უნ–ტის გამ–ბა; მინდორაშვილი, მ. (2021). იურიდიული სტატისტიკა. თეორია, პრაქტიკა, ანალიზი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941338533, მინდორაშვილი, მ. (თანაავტორი). (2021). COVID-19 პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტზე. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 97899941491603.