-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი სეისმოლოგი
მინდელი პაპუნა შალვას ძე (16.XII.1931, თბილ. - 6.XII.2023, თბილ.), დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი გეოფიზიკის მიმართულებით (1955). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის სეისმოლოგიის რეგიონული სეისმოლოგიის ლაბორატორიაში უფრ. ლაბორანტად დაიწყო მუშაობა (1955), სადაც აქტიურად მონაწილეობდა სეისმური ბიულეტენების დამუშვებაში, მიღებული მონაცემების ანალიზსა და კავკასიის სეისმური ბიულეტენების შედგენაში; დაინიშნა გრავიმეტრიის განყ-ბის გამგის მოადგილედ დაინიშნა (1974); გახდა განყ-ბის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986); წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე- "კაკვასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი" (1995); გამოაქვყენა მონოგრაფია "კავკასიაში ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი" (1999), რ-შიც კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის ლითოსფეროს აგებულების თავისებურებები და მოდელირების მეთოდოლოგიაა განხილული; ამ მონოგრაფიისთვის აკად. მ. ალექსიძის სახ. პრემია მიენიჭა (2000); მან ე. მინდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მონოგრაფია გამოაქვეყნა, რისთვისაც ე. მინდელის სახ. პრემია მიენიჭა (2002); სას.-სამ. ინ-ტში ფიზიკაში ლექციებს კითხულობდა (1985-1989); იყო გეოფიზიკის ინ-ტის გრავიმეტრიული განყ-ბის ხელმძღვ. (2003-2006); ინ-ტის რეკონსტრუქციის შემდეგ სექტორული სისტემა ჩამოყალიბდა და გამოყენებითი და ექსპერ. გეოფიზიკის სექტორის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აირჩიეს (2006); იყო გეოფიზიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2001-დან); იყო გამოყენებითი და ექსპერ. გეოფიზიკის სექტორის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2013-დან); მისი მონაწილებით აკადემიის ოთხ გრანტში შემდეგი სამეცნ. თემები შესრულდა: "აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიღრმული გეოლოგიური აგებულების შესწავლა", "პოტენციალური ველების ტრანსფორმაციების მეთოდის გამოყენება", "გეოფიზიკური მეთოდების რაციონალური კომპლექსის დამუშავება სასარგებლო წიაღისეული საბადოთა ძებნა-ძიებისათვის" (1997-2005); მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტში: "საქართველოს ტერიტორიის სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულება სამგანზომილებიანი მოდელირებით", "საქართველოს გეოფიზიკური მონაცემების კომპიუტერიზაცია" (2006-2009); მან უხელმძღვანელა ორ სამეცნ. თემას: "საქართველოს სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულების 1:500000 მასშტაბის სამგანზომილებიანი მოდელირება ბლოკურ-ტერეინული, სეისმოაქტიური ტექტონიკის დადგენის, ენდოგენური და ეგზოგენური გეოეკოპროცესების პროგნოზირების ასპექტში" და "საქართვ. გეოფიზიკურ მონაცემთა კომპიუტერიზაცია, ტერიტორიის საყრდენ-კარკასულ პროფილებზე გეოლოგიურ-გეოფიზიკური სიღრმული აგებულების სამგანზომილებიანი მოდელის აგება" (2009-2012). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მეცნ. აკადემიის გაერთიანებული პროფკავშირის საბჭო, წევრი (1980-1989).
თხზ.: Миндели, П. (თანაავტორი). (2012). Физика земной коры Грузии. Тб., Ин-т геофизики; Миндели, П. (თანაავტორი). (2017). Глубинная геология и нефтегазоностность Рионско-Куринской депрессии и Черноморского сектора Грузии по геофизическим данным:[Монография]. Тб., ТГУ.