- კატეგორიები: ისტორიკოსი ეთნოლოგი
მინდაძე ნინო რევაზის ასული (05.X.1943. თბილისი), ისტორიკოსი, ეთნოლოგი. ისტორიის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ეთნოგრაფის სპეციალობით (1965). სწავლა განაგრძო თსუ-ის ასპირანტურაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)“ (1979). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველ ხალხთა სამედიცინო კულტურა“ (2000). მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში სხვადასხვა პოზიციაზე: უმცროსი (1972-1980), უფრ. (1980-1989), წამყვანი (1989- 2003) მეცნიერ თანამშრომელი. იყო ქართვ. ხალხის სულიერი კულტ. ეთნოლოგიური კვლ. განყ-ბის გამგე (2003-2006). 2006-დან დღემდე თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელია. იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. პროექტის: „მულტიკულტ. საქართვ. და კავკ.: ეთნოკულტ. ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესების ანალიზი“ ხელმძღვ. (2015- 2019). მ. ნ. კითხულობს ლექციებს (მიწვევით) თსუ-ში (2009-დან): სამედ. ანთროპოლ. სოც. და კულტ. ანთროპოლ.; ჯანმრთელობის ანთროპოლ.; ქართ. ეთნოგრ. მემკვიდრეობა; იყო იუნესკოს ტრად. არქიტ-ისა და ინტერიერის დიზაინის კომისიის წევრი (1999-2010), თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2020-2024); თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. საჭოს წევრი; საქართვ. ანთროპოლ. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2010-დან); კრებ. „ანთროპოლოგიური კვლევანი“, ჟურნ. „ქრონოსის“ (2019-დან), ჟურნ. „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის“ (2020-დან) სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2014).
თხზ. მინდაძე, ნ. (2013). ქართველი ხალხის ტრადიციული სამედიცინო კულტურა. ISBN
9789941930126; მინდაძე, ნ. (2016). ქართული ხალხური მედიცინა. (სამეცნ.-პოპულ. წიგნი). სერია „ჩვენი ღირსებანი“. წიგ. 9. წიგნი+ერი. ISBN 978-9941-9421-8-1; მინდაძე, ნ. (2005). ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები - კახეთი. [ორენოვანი, ქართ.-ინგლ. წიგნი] (თანაავტ.). საარი. ISBN 9994029894; მინდაძე, ნ. (2024). საზოგადოება, მკურნალი, პაციენტი: ტრადიციული ქართული სამედიცინო სისტემის სოციოკულტურული ასპექეტბი და თანამედროვება (თანაავტ.). ფავორიტი სტილი. ISBN 978-9941-8-6400-1.