-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მინაშვილი ლადო (ვლადიმერ) აკაკის ძე (15.I.1939, სოფ. ტობანერი, ვანის მუნიციპალიტეტი), ფილოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963), ასპირანტურა (1966), ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1968), სადისერტაციო თემა: „ილია ჭაჭავაძის ლირიკა: (შემოქმედებითი ასპექტების დახასიათებისათვის)“; ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1994), თემა: „ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი ასპექტები“; თსუ-ის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი (1970), ილია ჭავჭავაძის სასწავლო-სამეცნ. კაბინეტის ხელმძღვ. (1990) პროფესორი (1997); ასოცირებული პროფესორი (2007); ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვ. (2007). მ. ლ.-ის კვლევის ძირითადი სფეროა მე-19 ს. ქართ. ლიტერატურის ისტორია. მიძღვნილი აქვს მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედებისადმი: „ილია ჭავჭავაძე“ (1995); „აკაკი წერეთელი“ (2015). პროფ. იუზა ევგენიძესთან ერთად ავტორია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსი „ქართული ლიტერატურა (XIX საუკუნე)“ (2013).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მინაშვილი, ლ. (1977). ილია ჭავჭავაძის ლირიკა: შემოქმედებითი ასპექტების დახასიათებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, მინაშვილი, ლ., (1986). ილია ჭავჭავაძე: (ცხოვრება და შემოქმედება). თბ., ნაკადული; მინაშვილი, ლ. (2003). ლიტერატურული ნარკვევები და წერილები. თბილისი, თსუ გამ-ბა, 2003. ISBN: 9994013572. მინაშვილი, ლ., (2003). ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992895675; მინაშვილი, ლ. (2009). ლიტერატურული ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941130922. მინაშვილი, ლ. (2017). ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941136566.