მინაშვილი ლადო (ვლადიმერ)
მინაშვილი ლადო (ვლადიმერ)

მინაშვილი ლადო (ვლადიმერ) აკაკის ძე (15.I.1939, სოფ. ტობანერი, ვანის რაიონი), ფილოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963), ასპირანტურა (1966), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1968), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1994); თსუ-ის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი (1970), ილია ჭავჭავაძის სასწავლო-სამეცნ. კაბინეტის ხელმძღვ. (1990) პროფესორი (1997), ასოცირებული პროფესორი (2007), ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვ. (2007). მ. ლ.-ის კვლევის ძირითადი სფეროა მე-19 ს. ქართ. ლიტერატურის ისტორია. მიძღვნილი აქვს მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედებისადმი: „ილია ჭავჭავაძე“ (1995); „აკაკი წერეთელი“ (2015). პროფ. იუზა ევგენიძესთან ერთად ავტორია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსი „ქართული ლიტერატურა (XIX საუკუნე)“ (2013).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მინაშვილი, ლ. (1977). ილია ჭავჭავაძის ლირიკა: შემოქმედებითი ასპექტების დახასიათებისათვის. თსუ გამ-ბა; მინაშვილი, ლ., (1986). ილია ჭავჭავაძე: (ცხოვრება და შემოქმედება). გამ-ბა „ნაკადული“; მინაშვილი, ლ. (2003). ლიტერატურული ნარკვევები და წერილები. თბილისი, თსუ გამ-ბა, 2003. ISBN: 9994013572. მინაშვილი, ლ., (2003). ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II. თსუ გამ-ბა, 2003. ISBN: 9992895675; მინაშვილი, ლ. (2009). ლიტერატურული ნარკვევები. თბილისი, თსუ გამ-ბა, 2009; ISBN: 9789941130922. მინაშვილი, ლ. (2017). ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. თსუ გამ-ბა, 2017. ISBN: 9789941136566.