მინაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე
მინაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე

მინაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე (19.IV.1957, თბილისი), დაამთავრა ვ. კომაროვის თბილ. ფიზ. მათ. 199-ე სკოლა (1974) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). მ. ი.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე:„K+ მეზონის დაშლათა საკვლევი დანადგარი “ჰიპერონი“ და K+®poe+n პროცესის შესწავლის შედეგები“ (1994). თსუ-ის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1979-დან). აქტიურად მონაწილეობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტისა და ქ. პროტვინოში მდბარე 76 გევიან პროტონულ სინქროტნრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტებში (1980-1995). ასევე, დაიწყო თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ცენტრებთან (1995-დან): DESY (გერმანია); INFN (იტალია); ათენის უნ-ტი; Université Blaise-Pascal (ამჟამად, კლერმონ-ოვერნის უნ-ტი, საფრანგეთი); CERN (ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია). მ. ი. დღემდე მუშაობს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს LHC - დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS) დეტექტორის შექმნაში (1995-დან). არის ამ დეტექტორის ადრონული ტაილ კალორიმეტრის მომსახურეობა-ინფრასტრუქტურის კოორდინატორი (2007-დან) და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექრტო-მაგნ. და ადრონული კალორიმეტრების პროექტირება-შექმნაში. მ. ი. ამჟამად არის ATLAS ექსპერიმენტში საქართვ. კლასტერის ხელმძღვ. მ. ი.-ს სამეცნ. კვლევების სფერო:K+-მეზონების რადიაც. დაშლები; არასტაბილური ნაწილაკების ნუკლონებთან ურთიერთქმედების კვეთების განსაზღვრა 5-გევ ენერგიაზე; რეზონანსების დაბადების მექანიზმი p-n ურთიერთქმედებებში 5 გევ ენერგიაზე; დამუხტული პიონების ამოფრქვევის არის სივრცულ-დროითი მახასიათებლების დადგენა p-C და p-P ურთიერთქმედებებში 5 გევ-ზე; ქვანტური ქრომოდინამიკის ეფექტების კვლევა ადრონ-ნუკლონურ ურთიერთქმედებებში 10 გევ ენერგიაზე; ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დეტექტირების მეთოდები და დანადგარები. მ. ი. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ./მონაწილე და 1500-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. ნაშრომების უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, რომელიც განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC” (Phys.Lett. B, 716, 1-29, 2012); ,,Search for flavor-changing neutral-current couplings between the top quark and the Z boson with proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector” (Phys. Rev. D 108, 032019, 2023); ,,Operation and performance of the ATLAS tile calorimeter in LHC Run 2" (Eur.Phys.J.C 84, 12, 1313, 2024). მ. ი.-ს კოლეგებთან ერთდ (ე. ცხადაძე, ა. შარმაზანაშვილი, ჯ. ხუბუა) გადაეცა საქართვ. ეროვნ. პრემია ნაშრომთა ციკლისთვის ,,დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ATLAS ექსპერიმენტში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა" (2010); ასევე, მ. ი.-ს მიენიჭა ATLAS ექსპერიმენტის ჯილდო გამორჩეული მიღწევებისთვის „დაბალი ძაბვის წყაროების სტაბილური ფუნქციონირებასა და ადრონული კალორიმეტრის დეტექტორზე არსებული ელექტრონიკის დახვეწაში“ (2015). როგორც ATLAS თანამშრომლობის მონაწილე, მ. ი. კოლეგებთან ერთად გახდა საერთაშ. პრემია/პრიზის “ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის” ლაურეატი ფიზიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და კვლევებისთვის (2025). მ. ი.-ს დიდი ძალისხმევით დაიწყო და დღემდე გრძელდება ქართვ. პედაგოგებისთვის (ყოველწლიური ერთკვირიანი) ცერნის მასწავლებელთა ნაციონ. პროგრამა (2011-დან).