-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე მთარგმნელი საქართველოს პარლამენტის წევრი
მიმინოშვილი რომან სევერიანის ძე (03.V, 1928, სოფ. სუჯუნა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტ.-03.III. 1998, თბილისი). ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, საზ. მოღვაწე, საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952), ასპირანტურა, დაიცვა საკანდ. დისერტაცია (თემა: „ბერძნული პოეზიის საწყისები“,1955), და სადოქტორი დისერტაცია, (თემა: „იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები“) და გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968). იგი იყო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1958); საქ. კ.პ. ცენტრ. კომიტეტის კულტ. განყ-ბის გამგის მოადგილე (1974); მ. რ.-მა გამოაქვეყნა პირველი ლექსი (1945), პირველი წიგნი "ელადის მუზა" („ანტიკური ბერძნული პოეზიის ანთოლოგია“, 1963); მასვე ეკუთვნის ნაშრომები "მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა" (რუსულ ენაზე; თანაავტორი ი. ბოგომოლოვი, 1972), "გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი" (1978), იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებ. "ბურთი ჩვენი არსობისა" (1970); ქართულად თარგმნა ვერგილიუსის "ენეიდა" (1976) და ჰომეროსის "ილიადა" (1979); ,,რამდენი მტერი ჰყავს საქართველოს?!”: პუბლიც. წერილები (1990); ,,ჰომეროსის სამყარო” (1988); მ. რ.-მა მიიღო ივანე მაჩაბლის სახ. პრემია (1994). იყო საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1995-1998); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. განათლების, მეცნ. და კულტ. კომიტეტის თავ-რე (1995-1998). მ. რ. მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია. თბილისში არსებობს რომან მიმინოშვილის ქუჩა.
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მიმინოშვილი, რ. (მთარგმნელი). (1968). იანაკოპულუ, ფოტულა. ელადის მერცხლები: [ბერძენი პოეტის ლექსები]. თბ., მერანი; მიმინოშვილი, რ. (1984). თვე სათველისა: [ლექსები]. თბ.: საბჭ. საქართველო; მიმინოშვილი, რ. (1986). ვარაუდი, ძიება, განსჯა: ლიტერატურული წერილები]. თბ., მერანი; Миминошвили, Р. (1990). Правда об Абхазии: [Межнациональные отношения]. Тб.: Мерани; მიმინოშვილი, რ. (1997). ორი ამბავი ანუ 32 და 3200 წლის წინათ. თბ., სამშობლო; მიმინოშვილი, რ. (2009). ლექსები; პროზა; თარგმანები; პუბლიცისტიკა. [თბ.]: ლოგოსი, ISBN: 9789941401398.
მასზე: მიმინოშვილი რომან სევერიანის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6, თბ., 1983, გვ. 702; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.