მიმინოშვილი ელგუჯა
მიმინოშვილი ელგუჯა

მიმინოშვილი ელგუჯა (25.X.1947, თბილ. - 26.IV.2014, თბილ.), დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის კვალიფიკაციით (1971) და  ამავე ინ-ტის ასპირანტურა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა შემდე დაწესებულებებში: საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ფიზიკის კათედრაზე; სამეცნ. კვლევით ინ-ტში "მიონში"; საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტში; თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ბიოფიზიკისა და ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე; საქართვ. ტექ. უნ-ტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში სადაც ხელმძღვანელობდა რენტგენოსტრუქტურული კვლევის სექტორს; ასევე იყო თსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტში ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკისა და ფიზიკური მასალათაგამძლეობის მიმართულების პროფესორი (1971-დან). იყო სასამართლოს ტექ. ექსპერტი. მიღებული ჰქონდა საპატენტო სიგელები გამოგონებებზე. დაიცვა საკანდიდატო (1963) და სადოქტორო (2003) დისერტაციები. პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: კრისტალოგრაფთა საერთაშ. კავშირი, წევრი; ნიუ-იორკის მეცნ. აკადემია, წევრი.