-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მილოვანოვა ლიდია სტეფანეს ასული
მილოვანოვა ლიდია სტეფანეს ასული (28.X.1948, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით „მყარი სხეულის ფიზიკა“ (1971). მუშაობდა თსუ-ის ჯერ კიბერნეტიკის და შემდეგ ფიზიკის ფაკ-ტის ლაბორ. სხვადასხვა პოზიციებში. იყო თსუ ფიზიკის ფაკ-ტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (1985-2000). 25-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორია. სამეცნ. მოვაწეობის სფეროა:ნახევარგამტარების ფიზიკა, მასალათმცოდნეობის საკითხები.