-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მილოშევიჩი გიორგი დრაგანის ძე (28.IX.1988, თბილისი), სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, სადაც მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის აკად. ხარისხები (2006-2012). სწავლობდა დოქტორანტურა აშშ-ში, ოსტინის ტეხასის უნ-ტში პლაზმის ფიზიკის მიმართულებით (UT Austin, 2012-2018). სადოქტორო ხარისხის მიღების შემდგომ, კვლევითი საქმიანობა განაგრძო მზის ქარისა და ზოგადი კინეტიკური პროცესების შესწავლით ნიცისობსერვატორიაში (OCA, საფრანგეთი) და ს. ლაუფერის მათემატიკურ მეცნ. ინ-ტში (SLMath, ბერკლი, აშშ, 2018-2020). მოღვაწეობდა საფრანგეთში, ლიონის უნ-ში (ENS) და კლიმატისა და გარემოს მეცნ. ლაბორატორიაში (LSCE, 2020-2023). ამ პერიოდში მისი კვლევის მიმართულებას წარმოადგენდა მონაცემთა მეცნ. და ექსტრემალური მოვლენების პროგნოზირება. ამჟამად მ. კიურის პოსტდოტორანტია ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნ-ტში (KU Leuven), სადაც კოსმოსურ ფიზიკაზე მუშაობს (2024-დან). მოიპოვა ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) გრანტი (2025). პროექტი მიზნად ისახავს დედამიწის კოსმოსურ გარემოში ენერგიის გადაცემის შესწავლას. პარალელურად, იგი არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისიის Comet Interceptor-ის თანა-მკვლევარი (co-PI). ჩართული არის აგრეთვე პროექტში Automatics of Space Exploration. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კოსმოსური მისიების ოპერაციების ავტომატიზაციას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დედამიწაზე მიღებული სამეცნ. მონაცემების ღირებულებას.