მილორავა ინგა ვახტანგის ასული
მილორავა ინგა ვახტანგის ასული

მილორავა ინგა ვახტანგის ასული (20.VI.1965, თბილისი-3.VI.2020). ლიტერატურათმცოდნე, მწერალი; ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1988), შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ–ტის ასპირანტურა (1991). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1993); საზ–ებრივ-ლიტ. ჟურნ. „ომეგას“ კულტ. და ხელოვნების განყ–ების გამგე (1999-2004); პერიოდულ სამეცნ. კრებულ „კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობის“ რედაქტორი (1997-2006); სსიპ სოხუმის სახელმწ. უნ–ტის (2004-2010), მარკეტინგული და მედიაკომუნიკაციების  სასწ. უნ–ტის (2010-2011), მასმედიისა და კომუნიკაციების ინ–ტის (2004-2006), აღმაშენებლის სახ. უნ–ტის  (1996-2000; 2004-2006) მოწვეული ლექტორი; შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1991-2011), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2012–დან); თსუ–ის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2012 - დან). მ.ი.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო ძირითადად მოიცავდა ახ. და უახლესი ქართ. ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემატიკას. ის აქტიურად იკვლევდა ქართ. მოდერნიზმის თავისებურებებსა და პოეტიკას. სამეცნ. ნაშრომების გარდა, მ.ი. არის ესეების, მინიატურების, ლექსების, პიესების ავტორი. ის გატაცებული იყო მხატვრობით. მისი ლიტ. ზღაპრების კრებ. „წუთისოფელი ასეა“ ავტორისვე ილუსტრაციებით არის გაფორმებული. მიღებული აქვს „ლომისის“ ლიტ. პრემია (2001).        

თხზ.: მილორავა, ი. (1995). ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე. თბ.,  ლომისი; მილორავა, ი. (2000). ლიტერატურული წერილები. თბ., მერანი. ISBN: 9992816511; მილორავა, ი. (2009). ალუბლისფერი ფარდის მიღმა (ლიტერატურული წერილები, ესეები). თბ., მერიდიანი. ISBN: 9789941101427.