-
ავტორი
- კატეგორიები: დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული
მილანის უნივერსიტეტი, მილანის უნ-ტი არის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო კვლევითი უნ-ტი იტალიაში. ის აღიარებულია საერთაშ. მასშტაბით და მსოფლიოს წამყვან უნ-ტებს შორის სტაბილურად იკავებს ადგილს საუკეთესო 300-ეულში. იგი განსაკუთრებით ძლიერია მედიცინის, იურისპრუდენციისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. უნ-ტი მოიცავს 10 ფაკ-ტს, სადაც ასობით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ისწავლება. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა იტალიურ ენაზე მიმდინარეობს, სტუდენტებს სთავაზობენ სრულად ინგლისურენოვან პროგრამებსაც, განსაკუთრებით კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის, ეკონომიკის, საერთაშ. ურთიერთობებისა და მედიცინის მიმართულებებით. სასწავლებელი აქტიურად არის ჩართული Erasmus+ გაცვლით პროგრამებში, რაც საერთაშ. სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ერთი ან ორი სემესტრი პარტნიორ უნ-ტებში გაატარონ. უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-თან.