-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
მიქიაშვილი ნინო გურამის ასული (09.IV. 1965, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ის ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობა; იყო სახელმწ. სტიპენდიატი (1983-1988). სწავლა განაგრძო ამავე უნ-ტის ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ეკონომეტრიკის სპეციალობით, თემაზე: „შრომის მწარმოებლურობის დონის შეფასების მაკროეკონომიკური მოდელები“ და მიენიჭა ეკონ. მენც. კანდ. ხარისხი (1998); თსუ-ში ეწევა პედ. საქმიანობას; იყო უფრ. მასწავლებელი; დოცენტი; ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი; თანამშრომლობდა კავკასიის საერთაშ. და გრგოლ რობაქიძის სახ. უნ-ტებთან პროფესორის თანამდებობაზე (1992-დან); იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პაატა გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს წამყვანი თანამშრომელი; საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის ინჟინერ-ეკონომისტი. პროფ. მ. ნ. აქტ. თანამშრომლობს უცხოეთის უმაღლ. და კვლ. დაწესებულებებთან; იყო ფრიდრიხ შილერის სახ. იენის უნ-ტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სასწ. კურსის თანაავტორი და ლექტორი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები შჩეცინის დას. პომერანიანის ტექ. უნ-ტისა და რიგის გამოყენებითი მეცნიერებების უნ-ტის პროფესორებთან ერთად როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში; არის საერთაშ. კონფერებციის სამეცნ. კომიტეტის წევრი და სექციის ხელმძღ.; მკვლევრების ინ-ტისა და ALKONA-ს საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმის სამეცნ. კომიტეტის წევრი; სხვადასხვა საერთაშ. რეფერირებადი ჟურნ. სარედაქციო კომიტეტის წევრი და რეცენზენტი. გამოაქვეყნა აქვს სამაცნ. ნაშრომები: „კონკურენტიანობის, მწარმოებლურობისა და ეკონომიკური ზრდის რეგულირებისათვის“ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე, 2011, N 3); „ფინანსური მათემატიკის ინსტრუმენტების გამოყენების ზოგიერთი საკითხის შესახებ“ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე, 2012, N 4); „ემპირიული ეკონომიკა და ეკონომეტრიკის განვითარება: ეკონომეტრიკის განმარტება: ეკონომეტრიკული კვლევების განვითარება“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2018, N 6).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მიქიაშვილი, ნ. (თანაავტორი). (1999). კაპიტალისა და შრომის მწარმოებლურობა: (მაკროეკონომიკური მოდელირება): მონოგრაფია. თბ., მეცნიერება, ISBN9992851635; მიქიაშვილი, ნ. (2004). რეგიონული ეკონომიკა: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994012371; მიქიაშვილი, ნ. (2008). ეკონომეტრიკა: 1: (ლექციების კურსი, ტესტები, სავარჯიშოები). თბ., [სიტყვა], ISBN 9789941006692.