- კატეგორიები: მათემატიკოსი
მიქიაშვილი მანანა
მიქიაშვილი მანანა (09.IX.1948, ქ. თბილისი) – ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზ.-მათ. ქ. თბილ. №42 საშ. სკოლა (1966), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971), საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1976). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1989). ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყ-ბის უფრ. ლაბორანტი (1971-1973), ასპირანტი (1973-1976), უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1976-1989), მეცნ. თანამშრომელი (1989-2010). მიღებული აქვს ჯ. სოროსის საზ-ბის გრანტი (1993-1995). სამეცნ. ინტერესები ეხება ალგებრულ ტოპოლოგიას და ფიბრაციათა ჰომოლოგიის თეორია.