- კატეგორიები: ისტორიკოსი
მიქიაშვილი ლელა ვახტანგის ასული (12.IX.1955, თბილისი). ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი. თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1977 წ.), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1981 წ.); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1983) თემაზე: „ახალი ისტორია“ როგორც საისტორიო წყარო. მ. ლ. 1977 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში სსრკ ხალხებთან საქართვ. ურთიერთობის ისტ. განყ-ბის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1981-1988); აღმ. ევრ. და ამიერკავკ. ხალხებთან საქართვ. ურთიერთობის ისტ. განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1988-2006); ახ. და უახლესი ისტორიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან). მისი სამეცნ. კვლევის სფეროა საქართვ. ისტ. (XVIII-XX სს.), წყაროთმცოდნეობა, საქართვ.-რუს. ურთიერთობები, უცხოელ მოგზაურთა ნაშრომები საქართვ. შესახებ. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და სამეცნ. სტატიები, მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საგრანტო პროექტებში, ადგილ. და საერთაშ. კონფერენციებში.
მ. ლ. არის საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტის წევრი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის წევრი და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი. ნაშრომისათვის „თეიმურაზ ბატონიშვილის „ახალი ისტორია“ გადაეცა საქართვ. მეცნ. აკად. მედალი პრემიითურთ „ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო მეცნიერული ნამუშევრისათვის“ (1984); იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნ. მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელით, წყაროთმცოდნეობის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2021).
თხზ.: მიქიაშვილი, ლ. (1983). თეიმურაზ ბაგრატიონი, „ახალი ისტორია“ (ტექსტი გამოსაც. მოამზადა, გამოკვლევები და საძიებლები დაურთო ლ. მიქიაშვილმა). მეცნიერება. მიქიაშვილი, ლ. (1989). ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ლ. მიქიაშვილმა). მეცნიერება. მიქიაშვილი, ლ. (2021). ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა კავკასიაში (ფრანგ-დან თარგმნა მზია მგალობლიშვილმა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ლელა მიქიაშვილმა) (თანაავტ.). ტ. 2. საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკად. გამოც. ISBN 9789941836312; მიქიაშვილი, ლ. (2023). კავკასიის ისტორია (თანაავტ.) ტ. 2. არტანუჯი. ISBN 9789941504471.